ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ ხელისუფლების დასამარცხებლად, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ნიკა მელია, არამედ იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებით გადავარჩენ ჩემს თავსაც. ერთს თუ შეახრამუნებენ გაუტკბებათ და შეგვჭამენ სულყველას, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი წულაიამ ,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მისვლის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სამართალდამცავებს ვერ დაშლის, თუმცა როგორც შეუძლია ისე დაუპირისპირდება.
,,ძნელი სათქმელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ,,ქართული ოცნება”. ყოვლად გაუთვლელი ხელისუფლება გვყავს, არაფერ სახეიროს არ ველი, მაგრამ ვიცი, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ ხელისუფლების დასამარცხებლად. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ნიკა მელია, არამედ იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებით გადავარჩენ ჩემს თავსაც. ერთს თუ შეახრამუნებენ გაუტკბებათ და შეგვჭამენ სუყველას, ეს არ მინდა. რომ გითხრათ რემბო ვარ და პოლიციას დავშლი – თქო ტყუილია, მაგრამ როგორც შემეძლება ისე შევებრძოლები, მზად ვარ დავიცვა არამხოლოდ ნიკა მელია არამედ ჩემი თავი, თუ ნიკასთან გაუვიდათ, გაუვათ სხვებთანაც”, – აღნიშნა გოგი წულაიამ.