დავით აღმაშენებლის ძეგლთან მძიმე ავარია მოხდა. ერთმანეთს 3 ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა, ერთი მათგანი ამობრუნდა.
მძიმედ დაშავდა სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც მანქანიდან ამოიყვანეს და სასწრაფოს მოსვლამდე ტროტუარზე დააწვინეს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, დაშავებული 25 წლამდე ახალგაზრდაა, ხოლო ავარია გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.
წყარო : ,ჩემი ქალაქი მკლავს”