გლობალურ ბირჟებზე ოქროს ფასი შემცირდა.
ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება ერთ დღეში 31 დოლარით დაეცა და 4 509 დოლარით განისაზღვრა.
Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ღირებულება 0.69%-ით არის შემცირებული, ხოლო ბოლო ერთი თვის განმავლობაში 3.51 %-იანი ვარდნა ფიქსირდება. მიუხედავად ამისა, ოქრო წლიურად 35.21%-ითაა გაძვირებული.
რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში?
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ოქრო საქართელოში დღიურად 4 ლარით გაძვირდა.
დღეს 1 გრამი 999 სინჯის ოქრო საშუალოდ 399 ლარის ფარგლებში ღირს, მაშინ როცა გასულ დღეებში მისი ფასი დაახლოებით 395 ლარი იყო.










