საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ფხაკაძე ამბობს, რომ შეზღუდვებს ეთანხმება, გარდა ერთი კომპონენტისა.
“ერთადერთ კომპონენტში არ ვეთანხმები, რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მე ვთვლი, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს სხვანაირად ორგანიზებული. პირიქით, უნდა იყოს ბევრი ავტობუსი, რომ ტრანსპორტში ნაკლები ხალხი იყოს. მეტრო კი დასაკეტია”, – წერს გიორგი ფხაკაძე.