უბედურ შემთხვევას იმერეთში “ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომელი ემსხვერპლა – ფაქტს “პირველებს” კომპანიაში” უდასტურებენ. ირკვევა, რომ მამაკაცი სამსახური მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა. თუ რა მოხდა ადგილზე, ამას გამოძიება დაადგენს.
ენერგო-პრო ჯორჯიაში ამბობებენ, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობენ და მომხდარზე მიმდინარეობს მოკვლევა.
კახეთის რეგიონიდან კომპანიის 4 თანამშრომელი საჩხერის რაიონში იყო გაგზავნილი. ჯგუფი სტიქიის შედეგად არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად მუშაობდა.
კომპანიამ 6 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძლიერმა ქარმა, წვიმამ და თოვლმა დასავლეთ საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების და ფიდერების ნაწილი დააზიანა. “ენერგო-პრო ჯორჯიას” ტექნიკური სამსახურის დამატებითი ბრიგადები მცხეთა-მთინეთიდან, ქვემო ქართლიდან, კახეთიდან და სამცხე-ჯავახეთიდან სტიქიის ადგილებზე გაგზავნეს.









