ენგურში კაშხალთან 20 ნოემბერს ნაპოვნი მამაკაცი წალენჯიხის მკვიდრია, რომელიც მესტიის რაიონში, ჭუბერში სახერხ საამქროში მუშაობდა. “კურიერის” ინფორმაციით, 24 ოქტომბერს მან თავი შეუძლოდ იგრძნო და სახლში, წალენჯიხაში წასვლა გადაწყვიტა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა.
ძებნაში, პოლიციის გარდა, სამძებრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც იყვნენ ჩართულნი.