LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ახალმთვარეობა დგება – რა უნდა იცოდეთ ზოდიაქოს ნიშნებმა

ემოციური პერიოდი იწყება – დღეს ახალმთვარეობაა

დაპოსტა 2021/07/10-ში
A A
201
ნახვა
გაზიარება

ასტროლოგი რამაზ გიგაური 10 ივლისის ახალმთვარეობის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს.

2021 წლის მეშვიდე ახალმთვარეობა 10 ივლისს იქნება და ის თბილისის დროით, 5:17 საათზე დადგება. ამ დროს მზეც და მთვარეც კირჩხიბის ზოდიაქოში იქნება და შემდგომი ერთთვიანი პერიოდი ემოციური იქნება. ნებისმიერი ახალმთვარეობა ენერგეტიკული თვალსაზრისით რთული დღეა და სასურველია ამ დღეს (+/- 1 დღე) მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული.

ეს ახალმთვარეობა კირჩხიბის მე-19 გრადუსში იქნება. ეს გრადუსი საბიანური კალენდრის მიხედვით მოუწესრიგებელ, ანარქიულ გამოვლენებზე მიანიშნებს, ხოლო ადამიანებში გარკვეულ ასოციალურობაზეც მიუთითებს. არ არის გამორიცხული დაუკავშირდეს სკანდალს და ხმაურიან სიტუაციებს.

გარდა ამისა, ეს არის ადამიანში წარსულის და მომავლის, ასევე ცნობიერისა და ქვეცნობიერის ბრძოლა და გარკვეული ასიმილიცია. ადამიანი თითქოს იხლიჩება წარსულსა და მომავალს შორის და უხდება ამ ორი განზომილების აწმყოსთან როგორღაც დაკავშირება. ეს ასევე შეიძლება იყოს ემოციური რყევა ძველ და ახალ კავშირებს, ფასეულობებს, საქმეებს, პროექტებს, იდეებს შორის.

ასტროფსიქოლოგიურ დონეზე სწორედ ეს ტენდენციები გააქტიურდება უახლოესი ერთი თვის მანძილზე.

ახალმთვარეობა და საქართველო

საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში ეს ახალმთვარეობა მე-12 სახლთან, თუმცა ასცენდენტთან შეერთებაში, ამიტომ უახლესი ერთი თვის განმავლობაში მოსალოდნელია წინ წამოიწიოს მსჯავრდებულებთან, საპყრობილეებთან, საავადმყოფოებთან, ასევე უშიშროების სამსახურთან და სადაზვერვო სამსახურთან დაკავშირებულმა საკითხებმა. მოიმატებს რელიგიასთან დაკავშირებული სკანდალის ალბათობაც. ასევე მოსალოდნელია გართულდეს ეპიდემიასთან, სტიქიური უბედურებებთან და კატაკლიზმებთან დაკავშირებული საკითხები (ყურადღებას ითხოვს ცეცხლის და წყლის სტიქიასთან დაკავშირებული მოვლენები, ამიტომ ორმაგი დატვირთვით მოუწევთ მუშაობა მეხანძრეებს და ზღვაზე მომუშავე მაშველებს).

ამ პერიოდში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები ქვეყნისთვის მოსალოდნელია საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოდგეს, განსაკუთრებით უახლოესი 5-6 თვის პერიოდის ფორმირებისთვის.

ახალმთვარეობა და ზოდიაქოს ნიშნები

ეს ახალმთვარეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კირჩხიბის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში კირჩხიბის მე-18, მე-19 და 20-ე გრადუსებში რომელიმე პლანეტა ან ჰოროსკოპის სხვა მნიშვნელოვანი სიგნიფიკატორი (მმართველი) იმყოფება.

* კირჩხიბების ცხოვრებაში დაიწყება ერთთვიანი მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც მათ საშუალებას მისცემთ გადახედონ საკუთარ ინიციატივებს, წამოწყებებს, ასევე ფინანსურ შემოსავლებს და ამ მიმართულებით ახალი ინიციატივები გამოავლინონ.

* ასევე მნიშვნელოვანი იქნება წყლის სტიქიის დანარჩენი ნიშნებისთვის – მორიელებისთვის და თევზებისთვის. ეს პერიოდი მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი საკითხების დალაგების საშუალებას მოიტანს. არ არის გამორიცხული მათ შეძლონ ძველი პრობლემების მოგვარება, განსაკუთრებით შემოქმედებით პროექტებთან, პირად ცხოვრებასთან, სწავლასთან და განვითარებასთან დაკავშირებით.

* კუროებისთვის და ქალწულებისთვის ეს ახალმთვარეობა ახალი შესაძლებლობებს შექმნის. გარდა ამისა, მოსალოდნელია მათი დახმარება გარშემომყოფებს ან სულაც უცნობ ადამიანებს დასჭირდეთ. მათ ცხოვრებაში წინ წამოიწევს მეგობრული კავშირები, თანამოაზრეებთან ურთიერთობა, ასევე საჭირო ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემის საკითხები. რაც შეეხება თხის რქებს, მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იქნება უფრო მეტი ემოციური განტვირთვა, დასვენება, ფიზიკური ძალების აღდგენა.

* მცირედით დისჰარმონიული იქნება ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის – ტყუპისთვის, სასწორისთვის და მერწყულისთვის. მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გახდება პრიორიტეტული საკითხების მოგვარება და ინფორმაციის ეფექტიანად გამოყენება. გაზრდილი იქნება იმის ალბათობა, რომ მათ ენერგია და დრო მეორეხარისხოვანი საკითხების მოგვარებაში გაფლანგონ, რაც ცხადია, არასწორი იქნება.

* შედარებით რთული იქნება ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვის – ვერძისთვის ლომისთვის და მშვილდოსნისთვის. მათ მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოიჩინონ. ეს განსაკუთრებით კონფლიქტურ სიტუაციებს და ურთიერთობებს ეხება. არ არის სასურველი წინდაუხედავად მოქმედება. რეკომენდებულია წინსვლა ნელ-ნელა

გაზიარება80

დაკავშირებული -პოსტები

12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი ნებისმიერი საქმე, დღეს, სარგებელსაც მოგიტანთ, ხოლო თუ პრობლემების მოსაგვარებლად ახლობლებს ან კოლეგებს დაიხმართ, გაცილებით მეტს მიიღებთ, ვიდრე ელოდით. კურო დაბნეულობა და გადაღლილობა ნეგატიურად აისახება თქვენს საქმიანობასა და ქმედებებში, რაც,...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო, არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს ახორციელებს. სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი ფრინველის სასაკლაო გამოავლინეს. ჩატარებული  ინსპექტირების შედეგად...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, თელავში დაღუპული 8 თვის ორსულის ვინაობა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
ცნობილია, თელავში დაღუპული 8 თვის ორსულის ვინაობა
მთავარი

თელავში 8 თვის ორსული გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 44 წლის, მაკა ასაბაშვილი სისხლძარღვებში წარმოქმნილი თრომბის შედეგად დაიღუპა. გარდაცვლილ ქალს ერთი შვილი ჰყავდა. „ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა კიდეც, თუმცა...

დაწვრილებითDetails

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – განახლებული კურსი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7300 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7438 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0138...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს, თბილისის დროით, 16:49 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.  ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ეპიცენტრი ქალაქ ყვარელიდან ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ შილდიდან 2კმ-ში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1(ML)...

დაწვრილებითDetails

ავარია ბათუმში – დაშავდა 1 ადამიანი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბათუმში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაცას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. შემთხვევა ფიროსმანისა და შარტავას ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა. თვითმხილველთა თქმით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის...

დაწვრილებითDetails

„მუნიციპალიტეტებში 4.886 მლნ ლარის ტრანზაქცია შესრულებულია ისეთ ანგარიშზე, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა“ – აუდიტი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
ეკონომიკა

„მუნიციპალიტეტებში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები,“ - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტების 2022-2023 წლების საბიუჯეტო პროცესის მართვის შესაბამისობის აუდიტშია აღნიშნული, რომელსაც "ბიზნესპრენიუსი" აქვეყნებს. აუდიტის...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასმა ერთ დღეში კვლავ მოიმატა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
ქორწინების ოქროს ბეჭედი 28%-ით გაძვირდა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 185 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.96%-ით კლებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღო – დაკავებულია 51 პირი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 37 პირი
მთავარი

პოლიციამ, ქვეყნის მასშტაბით, ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღო - დაკავებულია 51 პირი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პოლიციამ...

დაწვრილებითDetails

თერჯოლაში დაჭრილი ყანჩა გადაარჩინეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 11, 2026
0
თერჯოლაში დაჭრილი ყანჩა გადაარჩინეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ ხაზზე (153) შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან დაჭრილი ყანჩა თბილისის ზოოლოგიურ პარკში გადმოიყვანეს. „წითელი ნუსხით“ დაცული...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"