LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ევროპული საქართველო“ ივანიშვილის წინააღმდეგ რამდენიმე პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის ჩამოყალიბებას უჭერს მხარს

“ევროპული საქართველო“ ივანიშვილის წინააღმდეგ რამდენიმე პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის ჩამოყალიბებას უჭერს მხარს

დაპოსტა 2024/06/25-ში
A A
8
ნახვა
გაზიარება

“ევროპული საქართველო“ ივანიშვილის წინააღმდეგ რამდენიმე პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის ჩამოყალიბებას უჭერს მხარს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთობას არ განიხილავს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

„ევროპული საქართველო“ აცხადებს, რომ მიუხედავად თანხვედრის წერტილებისა, ოპოზიციური პარტიების ერთიანობის დეკლარაციას ხელს არ მოაწერს.

„ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია ოპოზიციური პარტიების ერთობა ქართველი ხალხის მკაფიო მოთხოვნის – საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში დაბრუნების ირგვლივ, რაც ვერ შესრულდება ივანიშვილის ავტორიტარული და ოლიგარქიული რეჟიმის ცვლილების გარეშე.

სწორედ ამ ლეგიტიმური მოთხოვნის პასუხად შევუერთდით პრეზიდენტის ინიციატივას და მოვაწერეთ ხელი „ქართულ ქარტიას“, რომელიც მოიცავს იმ საბაზისო ნაბიჯებს, რაც რეჟიმის ცვლილების შემდეგ უნდა გადაიდგას, იმისთვის, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დავბრუნდეთ.

მივესალმებით, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქარტიის პირობებისადმი ერთგულება ე. წ. ოპოზიციური ერთობის დეკლარაციაში. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს პირობა საქმედ იქცეს ახალ პარლამენტში.

მიუხედავად თანხვედრის წერტილებისა, „ევროპული საქართველო“ დეკლარაციას ხელს არ აწერს, რადგან: 1. ჩვენ დიდი ხანია, გაცხადებული გვაქვს, რომ არ განვიხილავთ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთობას პირველ რიგში იმიტომ, რომ ამომრჩევლისთვის არჩევანის შეზღუდვა და ერთი სიის შეთავაზება ივანიშვილის დამარცხების ამოცანას ცალსახად არ ემსახურება; ამას გარდა, ანტიდემოკრატიულად მიგვაჩნია პიროვნების კულტზე დაფუძნებული ჩრდილოვანი მართვის ის მოდელი, რითაც ნაციონალური მოძრაობა ოპერირებს ბოლო წლებია და ურყევად გვჯერა, რომ ასეთ ძალასთან სხვა ოპოზიციური პარტიების აღრევა ქართულ დემოკრატიას მხოლოდ დააზიანებს და ამომრჩეველს იმედს გაუცრუებს; 2. მიგვაჩნია, რომ წინააღმდეგობის ხმების მობილიზაციის ამოცანებს რამდენიმე პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი უკეთ მოემსახურება და უკვე განვაცხადეთ, რომ კონსულტაციები გვექნება იმ პარტიებთან, რომლებიც მზად არიან, მოკავშირეები იყვნენ, ერთი მხრივ, ივანიშვილის დამარცხებაში, ხოლო მეორე მხრივ, სააკაშვილ/კეზერაშვილის ანტიდემოკრატიული გავლენის განეიტრალებაში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საკეთილდღეოდ; 3. ვთვლით, რომ შინაარსობრივ და სისტემურ საკითხებზე პარტიებს შორის დებატები სასიცოცხლოდ აუცილებელია ამომრჩევლის ინფორმირების ამოცანებისთვის. ამასთან ერთად, შეუძლებლად მიგვაჩნია, არ გავაკრიტიკოთ ზოგიერთი ოპოზიციური ძალის, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის ისეთი მოქმედებები, რაც ძირს უთხრის ივანიშვილის დამარცხების ამოცანას. 4. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, „ევროპულმა საქართველომ“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ევროპის სახალხო პარტიის ინიციატივით დაახლოებით ასეთივე შეთანხმება გააფორმა. ეს შეთანხმება არათუ დემონსტრაციულად დაირღვა, არამედ მასხრადაც აიგდო ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ. ნაციონალური მოძრაობის არცერთი ლიდერი შეთანხმების დარღვევის ფაქტს არ შეუწუხებია და არც შეაწუხებს იქამდე, სანამ ამ პარტიას ოპოზიციური ამომრჩეველი დემოკრატიულ ფასს არ გადაახდევინებს ყველა დარღვეული შეთანხმების გამო. ჩვენ გვჯერა, რომ 2024 წლის არჩევნებზე ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად სწორედ ასე მოხდება“,- ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება3

დაკავშირებული -პოსტები

როგორი ამინდი იქნება ივლისში საქართველოში – პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
მთავარი

კლიმატური მონაცემებით ივლისის საშუალო ტემპერატურა ივნისთან შედარებით 2-3°C -ით მაღალია. ამ თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობში, ბარში და დასავლეთ საქართველოს მთაში +23, +25°C, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +20, +22°C...

დაწვრილებითDetails

ადგილები საქართველოში, სადაც ტურისტებიც კი იშვიათად ხვდებიან

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ადგილები საქართველოში, სადაც ტურისტებიც კი იშვიათად ხვდებიან
მთავარი

საქართველო მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ტურისტული მიმართულება ხდება. ქვეყანაში არაერთი ადგილია, სადაც ვიზიტორები იშვიათად ხვდებიან. თუ გსურთ ბუნებისა და ისტორიის აღმოჩენა ტურისტული ხალხმრავლობის გარეშე, ეს ადგილები ნამდვილად დაგაინტერესებთ. ტობავარჩხილის ტბები...

დაწვრილებითDetails

რეკორდული სიცხე ევროპაში – დაღუპულთა რაოდენობამ 3500-ზე მეტს მიაღწია

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
თავის ტკივილი სიცხეში – სპეციალისტის განმარტება
მთავარი

რეკორდულმა სიცხემ ევროპაში 3500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სინოპტიკოსების ცნობით, ტემპერატურამ სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში 45-47 გრადუსს მიაღწია. ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მძიმე ვითარებაა ესპანეთსა და იტალიაში, სადაც ძირითადად ხანდაზმული ადამიანები და გულ-სისხლძარღვთა...

დაწვრილებითDetails

ძლიერ სიცხეში ვერ იძინებთ? ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
რა უნდა იცოდეთ თუ გაღვიძებისას თავი გტკივათ
მთავარი

ზაფხულის ცხელი ღამეები ნამდვილ გამოწვევად იქცევა ხოლმე - შეხუთული ჰაერი და მაღალი ტემპერატურა ორგანიზმს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, რის გამოც გვიანობამდე ვერ ვიძინებთ, ღამით კი ხშირად გვეღვიძება. თუკი საძინებელში კონდიციონერი...

დაწვრილებითDetails

ყველაზე იღბლიანი თარიღები 2026 წლის ივლისში

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
როგორ გავიგოთ ვართ თუ არა იღბლიანი – ნახეთ იღბლის 5 გასაღები
მთავარი

2026 წლის ივლისის ყველაზე ცუდი თარიღები უკვე დავასახელეთ. ამჯერად ასტროლოგები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ გარკვეულ თარიღებს, რომლებიც შეიძლება განსაკუთრებით ხელსაყრელი იყოს სხვადასხვა წამოწყებისთვის. საერთო ჯამში, თვის ენერგია დადებითი იქნება; ივლისი დიდი ცვლილებების დროა....

დაწვრილებითDetails

სანაპიროებზე უნდა ველოდოთ მღელვარებას და დიდ შტორმებს – ნინო ჩხობაძე

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
კლიმატის ცვლილების შედეგად კატასტროფული მდგომარეობაა – ნინო ჩხობაძე
მთავარი

„თბილისში სითბური ტალღები შესაძლოა, გაძლიერებული იყოს, რადგან ისეთი განაშენიანება გვაქვს, რომ ქალაქში განიავება ნაკლებად ხდება - დედაქალაქისთვის არამარტო ეს, არამედ შემდეგ წლებშიც ზაფხული იქნება რთული“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“...

დაწვრილებითDetails

შეუქცევადი დაზიანება ან სიკვდილი – ჯანდაცვის ახალ გამოწვევა

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
მთავარი

სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ის გამოცემაში გამოქვეყნებული University of Oxford-ისა და Mayo Clinic-ის ერთობლივი მიმოხილვის მიხედვით, ენცეფალიტი მსოფლიო ჯანდაცვისთვის მზარდ გამოწვევად იქცა. მკვლევრები დაავადების გავრცელების ზრდას ორ მთავარ მიზეზს უკავშირებენ: პირველი კლიმატის ცვლილებაა, რომელმაც...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასი გაიზარდა

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა კვლავ ზრდა დაიწყო. თბილისის დროით 12:30 საათისთვის, ერთი უნცია ოქროს ღირებულება 4 181 დოლარს შეადგენს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.70%-ით არის გაზრდილი. ზრდა ფიქსირდება ვერცხლის...

დაწვრილებითDetails

საქართველოს კულტურის სამინისტრო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

92 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი არქიტექტორი, ხელოვანი და მეცნიერი ვახტანგ დავითაია. საქართველოს კულტურის სამინისტრო სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს. „მწუხარებას გამოვთქვამთ ცნობილი არქიტექტორის, ხელოვანისა და მეცნიერის, ვახტანგ დავითაიას გარდაცვალების გამო....

დაწვრილებითDetails

ზაფხული და აუზი – რას გვირჩევენ სპეციალისტები

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ზაფხული და აუზი – რას გვირჩევენ სპეციალისტები
მთავარი

ზაფხულის ცხელ დღეებში აუზი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილია. თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვა აუცილებელია, რათა დასვენებამ ჯანმრთელობის პრობლემები არ გამოიწვიოს. რა უნდა გაითვალისწინოთ აუზზე სტუმრობისას? ✔️...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"