კინოაკადემიის დირექტორი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხეებზე გადაღებული ფილმი, ,,მოთვინიერება” , რომელმაც მსოფლიო მედია აალაპარაკა, საზოგადოებას ორად ჰყოფს და ამიტომ ის არ უნდა აჩვენონ.
კინოდოკუმენტალისტი, სალომე ჯაშ ამბობს, რომ კინოაკადემიის დირექტორმა პირადად თქვა, რომ “არ უნდა, ამ ფილმის გამო გაიჭყლიტოს”.
,,ბატონ მინდია ესაძეს, რომელიც კინოაკადემიის დირექტორია, ფილმი ნანახი არ აქვს. მე შევთავაზე, ნახოს, თუმცა თქვა, რომ საზოგადოებაში საკმარისად არის უკვე აზრი, რომ ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ფილმი. თვითონ მითხრა, რომ არ უნდა, დირექტორობა ამ ფილმით დაიწყოს, იყოს მსხვერპლი და გაიჭყლიტოს”- თქვა ჯაშმა.
საქმით უკვე დაინტერესდა სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.
აღსანიშნავია, რომ ფილმში “მოთვინიერება” ასახულია საქართველოს სანაპირო ზოლიდან უძველესი ხეების ბიძინა ივანიშვილის კერძო ბაღში გადატანის პროცესი.
სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი “მოთვინიერება” ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზეა წარდგენილი.