„არსებულ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლება შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს გინდ პოლიტიკაში, გინდ ეკონომიკურ საკითხებში, შეიძლება, ჩვენ მოვძებნოთ საერთო ენა იგივე აშშ-თან ინტენსიური ურთიერთობებისთვის – ნუ დავივიწყებთ, ეს არ არის საბოლოო. წერტილი არ დასმულა. არ შეიძლება, არ ვიფიქროთ – ეს ურთიერთობები უნდა დაალაგო, იმიტომ რომ იქ ინტერესებია. ევროპის ინტერესია ჩინეთთან და ინდოეთთან ურთიერთობების განვითარება. აღარ ვლაპარაკობ იქ აზერბაიჯანზე და რუსეთის ალტერნატიული დერეფნის შექმნაზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიასთან ადვოკატი და მამა, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე მერაბ მალანია შევიდნენ
ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიასთან ადვოკატი შევიდა. ადვოკატ ლაშა ცუცქირიძესთან ერთად არასრულწლოვან ბრალდებულთან, კანონიერი წარმომადგენლის სტატუსით შევიდა დაკავებულის მამა მერაბ მალანია, რომელიც შინაგან...










