გადაწყვეტილება ცნობილია – ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) გამოაცხადა, რომ ევროვიზიის წლევანდელ კონკურსში რუსი მომღერალი არ მიიღებს მონაწილეობას. გადაწყვეტილება უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო აგრესიას უკავშირდება.
EBU -ს აღნიშნული მოთხოვნით კავშირის წევრმა ევროპული ქვეყნების საზოგადოებრივმა მაუწყებლებმა მიმართეს.
კონკურსი 2022 წლის მაისში გაიმართება.









