მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკის, გაგაუზიის ბაშკანი (ლიდერი) ევგენია გუცული სოჭში გამართულ საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალზე ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, პუტინი გაესაუბრა გაგაუზიის ლიდერს.
თავად გუცულის თქმით, პუტინმა მასთან “იმ რთულ რეგიონალურ და გეოპოლიტიკურ პრობლემებზე ილაპარაკა, რომელთა ცენტრში ჩვენი გაგაუზია იმყოფება”. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტი “მზად არის მხარი დაუჭიროს გაგაუზიასა და გაგაუზიელ ხალხს”.
გუცული პირველი მოლდოველი თანამდებობის პირია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პუტინს შეხვდა.










