LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორი იქნება მომავალი ერთი თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის

დღეს შეგიძლიათ თქვენი ცხოვრება შეცვალოთ – რას წერს ასტროლოგი

დაპოსტა 2023/08/08-ში
A A
185
ნახვა
გაზიარება

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ,,ლომთა კარიბჭის” შესახებ წერს და აგვისტოში, ენერგეტიკულად ყველაზე ძლიერ პერიოდს ასახელებს.

,,(7-8) აგვისტოს თვის ენერგეტიკულად ყველაზე ძლიერი დღე!

ლომს შეუძლია მზეს თვალი გაუსწოროს, მზე მის თვალებში ცეცხლოვანი სიკაშკაშით აირეკლება.

მაშ ასე, 26 ივლისიდან 12 აგვისტომდე ყოველწლიურად იღება ლომთა კარიბჭე, პიკი, ამ პერიოდში მძლავრი ენერგეტიკული ნაკადის შემოსვლისა არის 8 აგვისტოს.

 

რატომ ჰქვია ამ დროის ინტერვალს ლომთ კარიბჭე?

დავიწყოთ ეგვიპტიდან… უკავშირებენ ამ ყველაფერს, ფიქსირებულ ვარსკვლავ სირიუსს. ამ ვარსკვლავის გამოჩენა ცის კაბადონზე ემთხვეოდა მდინარე ნილოსის ადიდებას, ამგვარად ძველ ეგვიპტეში სჯეროდათ, რომ სწორედ ის იხსნიდან ხალხს გვალვისგან და შიმშილისგან. ლომის პერიოდი ყველაზე მნიშვნელოვანი წვიმების სეზონს უკავშირდებოდა.

 

ლომი ყოველთვის ასოცირდებოდა მზესთან და აღდგომას განასახიერებდა სიმბოლურად.

 

ახალი წლის დადგომისას ეგვიპტელები ორი მზის ამოსვლას ეგებებოდნენ: ერთი – ჩვენი კაშკაშა ვარსკლვავი- მზე, რომელიც ფარაონის დიდებულებას განასახიერებდა და მეორე – ვარსკვლავი სირიუსი (დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედი) ცის კაბადონის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი. ახალი წლიდან (26 ივლისიდან) მზესთან ერთად ამობრწყინდება სირიუსის ვარსკვლავიც, (კოსმიური ამოსვლა), ორი კვირის შემდეგ კი, სირიუსი მზის ამოსვლამდე ამოცურდება ცის კაბადონზე (ხდება ვარსკვლავის ჰელიაკალური ამოსვლა).

 

პერიოდს ამ შორეული, დიდებული ვარსკვლავის კოსმიურ და ჰელიაკალურ ამოსვლას შორის დაარქვეს ლომთა კარიბჭე.

 

სირიუსი ეს არის დიდებული ზეციური ქალღმერთი სოპდეტი, იგივე ისიდა, სოტისი, შავი კიბელე, რომლის სადიდებლად ტამპლიერებმა გადმოცემის თანახმად შუასაუკუნეებში ტაძრები ააგებს მთელს ევროპაში. მოგვიანებით კი ქრისტიანულ სამყაროში შეიძლება პარალელებს შეხვდეთ სირიუსსა და ქალწულ მარიამთან, რომელმაც სამყაროს მესია მოუვლინა.

 

გიზას პირამიდასთან არსებული სფინქსი საუკუნეების განმავლობაში მდუმარედ ინახავს ვარსკვლავების საიდუმლოს.

 

კარიბჭის გახსნისას, ჩვენი მზე მუდამ სფინქსსა (როგორც ლომის თამნავარსკვლავედის სიმბოლო) და ორიონის თანავარკვლავედს შორის იმყოფება, მისკენაა მიმართული ამ დიდებული არსების მზერა, რომელსაც აქვს ადამიანის თავი და ლომის ტანი. არავისთვის არ არის სიახლე, რომ მთავარი პირამიდები, ორიონის ვარსკვლავური სარტყელის შესაბამისადაა განლაგებული. ორიონს უკავშირებენ ოსირისს, სოტისის მეუღლეს (ძმას) ჩვენი კაშკაშა ვარსკვლავის, სასიცოცხლო ენერგიის ცენტრალური ფიგურის – მზის მამას.

ხვდებით ამ ყველაფერს საით მივყავართ?

 

ვეცდები კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მოვიძიო თქვენთვის და ჩვენი ეგვიპტის ტურის ფარგლებში, უკვეე ადგილზე მოგიყვებით ჯადოსნურ ვარსკვლავურ ამბებს.

 

მოგზაურობა ეგვიპტეში

 

„აგვისტოს მართავს ლომი, ეს არის სირიუსის- ქოფაკის თანავარსკვლავედის კაშკაშა ვარსკვლავის თვე, ამიტომ არსებობს მჭიდრო კავშირი სირიუსსა და ლომს შორის. კოსმიური გაგებით ( ჩვენი მზის სისტემისგან დამოუკიდებლად) ლომს მართავს სირიუსი… როდესაც ჩამოყალიბდება და შევა ძალაში ახალი მსოფლიოს რელიგია, აღმოვაჩენთ, რომ მთავარი ყოველთვიური მოვლენა სავსემთვარეობა აგვისტოში, მიეძღვნება იერარქიის დაცვით, სირიუსის ძალასთან კონტაქტის დამყარებას. დროთა განმავლობაში, წლის ყოველი თვე მიეძღვნება (ზუსტი ასტრონიმიული და ასტროლოგიური ცოდნის წყალობით) იმ თანავარსკვლავედს, რომელიც მართავს მოცემულ თვეს, ისე, როგორც სირიუსი მართავს ლომს“. წერს ელის ბეილი. („ ტრაქტატი შვიდი სხივის შესახებ“. )

 

არსებობს ლომთა კარიბჭის შესახებ არსებობს სხვა მოსაზრებებიც.

 

ძველ ეგვიპტეში მიწისა და მიწისქვეშა საყაროს ღმერთი აკერი განაგებდა, ის იყო მზის კარიბჭის მცველი, გამოისახებოდა ორი ტყუპი ლომის სახით: პირველის სახელია დუაჯი, („გუშინ“) მეორის – სეფერი („ხვალ“) ამიტომ ამ ღვთაებას ეძახდნენ : წინ და უკან მხედველს.

 

ლომები დგანან ერთმანეთთან ზურგით და მათ შორის არის მზის დისკი.

 

ანის პაპირუსში ვკითხულობთ კომენტარებს :„ მე მეკუთვნის გუშინდელი და ჩემთვის ცნობილია ხვალინდელი. რა არის ეს? გუშინ – ეს ოსირისია, ხვალ კი – რა.

 

“„დადგება მომენტი, როდესაც რა და ოსირისი გაერთიანდებიან, შეიყრებიან რა ერთ სამეფო ტახტზე და ეს მოხდება ოსირისის აღდგომის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ჰორუსი დაამარცხებს სეტს და მერე ყველა სული შეუერთდება მზეს, ცას, რას სამუდამოდ. აღდგომისა და განღმრთობის ფორმულა ეს არის – „რა განისვენებს ოსირისში და ოსირისი განისვენებს რაში“.

 

როდესაც გავდივართ ლომთა კარიბჭეს, ჩვენ ვიმყოფებით წარსულსა და მომავალს, გუშინდელსა და დღევანდელს შორის, აღმასვლასა და ჩასვლას, დაბადებასა და გარდაცვალებას შორის, მაგრამ გარდაცვალება მუდამ ახალ სიცოცხლესთანაა კავშირში, ლომი როგორც სულიერი და ფიზიკური ძალის სიმბოლო, ასევე მუდამ კავშირშია სიცოცხლის განახლებასთან. სირიუსიდან შემოსული ენერგიის ნაკადი ერთგვარი ინფორმაციული გადატვირთვაა, ის არ შეიძლება იყოს გამანადგურებელი. ელენა ბლავაცკაია წერდა, რომ სირიუსზე იმყოფება ჩვენი კარმის მეუფე. სირიუსის ჰელიაკალური ამოსვლა ფიქსირდება გიზის დროის შესაბამისად (საქართველოს დროს 1 სთ-ით ჩამორჩება ).

 

სწორედ ეს წერტილი ითვლება ერთ-ერთ ავატარის კარიბჭედ, რომლის შესახებაც წინა პოსტში გესაუბრეთ (ავატარის კარიბჭეები).

 

გარდა ამისა, ლომის მე 15 გრადუსი, ანუ 7-8 აგვისტო უკავშირდება წარმართულ კელტურ ზეიმს ლუგნასადს – „ლუგის ქორწილი“, ლუგი(თარგმ: ბრწყინვალე) ეს არის სინათლის ღვთაება(ტრიქსტერის ბუნება აქვს), წლის 4 (ბორბალი) მნიშვნელოვანი დღესასწაულიდან ერთ-ერთი, პირველი მოსავლის დღესასწაული, შემოდგომის დადგომის დღე, მოცვის ღვეზელებს აცხობდნენ ამ დღეს.

 

სლავურ ტრადიციაშიც ცნობილია ეს დღე სხვადასხვა სახელით. ამ დღეს აქტიურად ატარებდნენ სხვადასხვა რიტუალებს და თვლიდნენ, რომ ძალიან ეფექტურია მომავლის განჭვრეტა.

 

და ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, განეწყვე, რომ ხვალ, შენ შეგიძლია შენი ცხოვრება შეცვალო რადიკალურად, უკეთესობისკენ! მოძებნე ორი ლომის უახლოესი ქანდაკება, დადექი მათ შორის, დახუჭე თვალები და… სამყარო გისმენთ… ყველაფერი გისმენთ… 8 აგვისტოდან”, – წერს ქეთი ოდიშელი.

გაზიარება74

დაკავშირებული -პოსტები

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს ვინმესთან მნიშვნელოვანი საუბარი ან პოზიციის დაფიქსირება. ემოციურად ნუ იჩქარებ, განსაკუთრებით საღამოს. კარიერულად კარგი დღეა კონკრეტული მოქმედებისთვის.   კურო კარგი დღეა პრაქტიკული საქმეების დასალაგებლად, გეგმების შესაცვლელად და ისეთი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.   ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   თბილისის დროით 00:10-ზე, ბიძგები ნინოწმინდაში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.   მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

13 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +12, +17°,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. როგორც ,,მეგა ტვ"-ს წყარო უყვება მერვე სართულის აივანი ჩამოიშალა, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს
მთავარი

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელსაც ხელბორკილები მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დაადეს - გააწყვეტილება თელავის სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადდა.   მედიკოსი მაია კოხტაშვილი, დღეს სასამართლოზე ამბობდა...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი
მთავარი

მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი - ინფორმაცას სოციალურ ქსელში მიშა შენგელია ავრცელებს. "ქალბატონი მზია იყო გამორჩეული ნიჭისა და ბუნების ადამიანი, რომლის შემოქმედებაც ჩვენი ქალაქის სიყვარულითა და პატივისცემით იყო გაჟღენთილი.იგი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მთავარი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და...

დაწვრილებითDetails

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მე-8 კლასელი გოგონას მიერ ბავშვის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიებით დგინდება, რომ საქმე თვითმკვლელობას ეხება. შსს ვიდეო-მტკიცებულებასაც აქვეყნებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია...

დაწვრილებითDetails

ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი
მთავარი

17 წლის მოზარდის მკვლელობა ხუდადოვზე - დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახი სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონიძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას ეთანხმება. დღეს,ს ხდომის შემდეგ ბრალდებულის ბებიას კითხვები მედიის წარმომადგენლებმა დაუსვეს. ქალმა საუბარი არ ისურვა,...

დაწვრილებითDetails

პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“
მთავარი

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობის თვითმხილველია ბრალდებული არასრულწლოვანის მეგობარია - როგოროც საქმის პროკურორი, ქეთი სონიძე აცხადებს, სწორედ მან დაინახა, როგორ დაარტყა დანა დაკავებულმა გარდაცვლილს და უთხრა "მიიღე ის, რაც გინდოდაო"....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"