თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 7 აპრილს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართება. პროცესზე ბრალდების მხარის ერთ-ერთ მოწმეს, ე.წ. რუსთავი 2 საქმეზე გამოკითხავენ.
“ნიკა გვარამიას პოლიტიკური დევნის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება. ამ სხდომაზე ბრალდების მხარე აპირებს დაკითხოს 1 მოწმე, ეს გახლავთ “ინტერმედია +”-ის “რუსთავი 2″-ის სეილჰაუსის დამფუძნებელი კახაბერ ანჯაფარიძე. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ისევე როგორც წინა შემთხვევებში სხვა მოწმეების ჩვენებებით, არათუ დადასტურდა ნიკა გვრამიასთვის წარდგენილი ბრალდება, ცალსახად გამოჩნდა, რომ რეალურად ის იდევნება პოლიტიკური მოტივაციით, ასე მოხდება ამ სხდომაზეც”, – თქვა ადვოკატმა, დიმიტრი საძალგიშვილმა.
“მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას.