თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა, 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის, ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილისთვის ქონების ჩამორთმევის ფაქტებზე.
დაესწრება თუ არა ბრალდებული პაციენტი დღევანდელ სხდომას დისტანციურად, ჯერ უცნობია.










