სააკაშვილს ურჩევნია თავისი დღეები ითვალოს შემდეგი 6 წლის განმავლობაში. ეს არის მისი განაჩენი, ის განაჩენი, რომელიც მას გამოუტანა ქართულმა საზოგადოებამ უამრავი დანაშაულისთვის რომელიც მან 9 წლის განმავლობაში ჩაიდინა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, ქვეყანა დაისვენებს.
“9 წლის განმავლობაში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი უკვე იყო ოპოზიციის ლიდერი, მას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართული საზოგადოების წინაშე.
მთელი 18 წლის განმავლობაში ის ამ ქვეყანას მოსვენების საშუალებას არ აძლევდა.
დღეს, როდესაც ის არის ციხეში, ჩვენი ქვეყანა დაისვენებს და მშვიდად განვითარების საშუალება ექნება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში.










