LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დღეს ლომისობაა, გილოცავთ!

დღეს ლომისობაა, გილოცავთ!

დაპოსტა 2025/06/11-ში
A A
31
ნახვა
გაზიარება

ლომისობა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია ქართველებისთვის. იგი სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს აღინიშნება და უამრავი ადამიანი ზეიმობს.

ლომისობის  ლეგენდა მოგვითხრობს:

თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ, ჯალალ-ედ-დინმა ჩვენი ქვეყანა ააოხრა. არაგვის ხეობიდან 7000 არაგველი ტყვედ წაიყვანა. გადმოცემის მიხედვით, მათ მთიულეთის მთავარი სიწმინდე – გზოვანის წმინდა გიორგის ხატიც წაიღეს. ხატმა მტრის ქვეყანა გააუბედურა – აღარც მოსავალი მოდიოდა და აღარც საქონელი და ადამიანები იყო კარგ დღეში, რის გამოც სულთანმა მკითხავები დაიბარა. მათი თქმით, უბედურების მთავარი მიზეზი გურჯისტანის ხატი იყო. სულთანმა მისი საკირეში ჩაგდება ბრძანა, მაგრამ ხატი საკირიდან უვნებელი ამოფრინდა და იქვე მყოფი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანდა. ხარი და ხატი მანამდე არ წავიდნენ, სანამ სულთანმა ყველა ტყვე არ გაათავისუფლა. აღმოჩნდა, რომ ტყვეთა შორის არ იმყოფებოდა კოჭლი დედაკაცი, რომელიც ერთ-ერთ ხორასნელს მოახლედ ჰყავდა წაყვანილი. საბოლოოდ ის ქალიც მოძებნეს და ხარი ხატის თანხლებით და 7000 არაგველით საქართველოსკენ გამოემართა.

გადმოცემის მიხედვით, ხარი ქსნისა და არაგვის ხეობათა წყალგამყოფ ქედამდე მივიდა და იქ უსულოდ დაეცა. ხატიც იქვე დაფრინდა. მთის წვერიდან არაგვამდე ხალხი ჯაჭვად გაება და ტაძარი ააშენა. ხარს ლომა ერქვა, ამიტომ სალოცავსაც ლომისას წმინდა გიორგი ეწოდა. 7000 არაგველი მშობლიურ ხეობაში გაიფანტა და მადლიერების ნიშნად წმინდა გიორგის სახელზე საყდრები ააშენა.

ამის შემდგომ, უკვე 8 საუკუნეა, სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს ტაძარში მლოცველები ადიან და ასე ილოცებიან:

„ღმერთო, გაუმარჯვე დიდ ლომისას წმინდა გიორგის, ხორეშანით მობრძანებულს, შვიდი ათასი ტყვის მხსნელს, ქსნისა და არაგვის თავდამყუდებელს.”

რაც შეეხება რკინის ჯაჭვს, რომელიც ეკლესიაშია, ხალხური გადმოცემით, ლომისის ჯაჭვი ბარიდან კისრით ამოიტანა დადიანის ქალმა. მეორე ვერსიით, წმინდა გიორგიმ სასწაულებრივად იხსნა ერთი ქართველი ტყვე და მანაც ჯაჭვი, რომელიც ტყვეობაში კისერზე ედო, მადლობის ნიშნად ლომისის მთაზე ამოიტანა.
ვისაც აღთქმა აქვს დადებული,  ან წმინდანს რაიმეს ევედრება, ამ ჯაჭვს კისერზე დაიდებს და ტაძარს სამგზის ლოცვით შემოუვლის.

 

 

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

by მეგა TV
ივლისი 30, 2025
0
თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
მთავარი

თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბათუმის სადგურთან მოხდა. ინფორმაციას The Georgian Times ავრცელებს როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მსუბუქი ავტომობილი ლიანდაგზე მატარებლის გასწრებას ცდილობდა. შემთხვევის შედეგად არავინ...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტის მორიგი განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს – ცესკო

by მეგა TV
ივლისი 30, 2025
0
ცესკო – ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში ცვლილებები პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტს კიდევ უფრო აამაღლებს
მთავარი

ევროპარლამენტის მორიგი განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიიჩნევა, როგორც სამართლებრივი პრინციპის - უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. ხოლო იმ ფონზე როცა ქვეყანაში სულ რამდენიმე თვეში მუნიციპალიტეტის არჩევნები უნდა გაიმართოს და ფაქტობრივად წინასაარჩევნო პერიოდია, ამ...

დაწვრილებითDetails

“ნიკანორ მელიას და ვინც არის ციხეში, ყველას მოგიკითხავთ, ხაზარაძესაც მოგიკითხავთ” – ლუკა კურტანიძე

by მეგა TV
ივლისი 30, 2025
0
” ლუკა კურტანიძეს პროვოკაცია მოუწყვეს, რისთვისაც მისი ყოფილი ცოლი გამოიყენეს “- ადვოკატი
მთავარი

ნიკანორ მელიას და ვინც არის ციხეში, ყველას მოგიკითხავთ, ხაზარაძესაც მოგიკითხავთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ვეტერანმა სპორტსმენმა, ლუკა კურტანიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. ლუკა კურტანიძის თქმით, ის ოპოზიციონერ...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 30, 2025
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 30, 2025
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ერთი მოქალაქე: 1979 წელს დაბადებული ჯ.ე. და უცხო ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 36 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

by მეგა TV
ივლისი 30, 2025
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 36 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას შინაგან საქმეტა სამინისტრო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

by მეგა TV
ივლისი 30, 2025
0
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს კახეთში, სამეგრელოსა და აჭარაში. ახმეტის, ჩხოროწყუს, ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში...

დაწვრილებითDetails

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს ნიშნები, ვისაც აგვისტოში ფინანსურად გაუმართლებთ

by მეგა TV
ივლისი 30, 2025
0
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
მთავარი

აგვისტო რამდენიმე ზოდიაქოს ნიშნისთვის ფინანსური წარმატების თვე აღმოჩნდება. ასტროლოგების პროგნოზის მიხედვით, ამ პერიოდში ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი მატერიალური სარგებელი, მოულოდნელი შემოსავალი ან კარიერული წინსვლა ელოდებათ. ლომი (23 ივლისი – 22...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

by მეგა TV
ივლისი 30, 2025
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
ამინდი

30 ივლისს, საქართველოს უმეტეს რეგიონში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა რუსთავში +39 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა გუდაურში +23. ტემპერატურა ქალაქების მიხედვით: გაგრა +33 - მზიანი...

დაწვრილებითDetails

ძლიერი მიწისძვრა და ცუნამი რუსეთში

by მეგა TV
ივლისი 30, 2025
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

რუ­სე­თის კამ­ჩატ­კის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის სა­ნა­პი­როს­თან 8.8 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა მოხ­და, რა­მაც ცუ­ნა­მი გა­მო­იწ­ვია, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ა­გენ­ტო Reuters-ი ავ­რცე­ლებს. აშშ-ის გე­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, მი­წისძვრის ეპი­ცენ­ტრი ქა­ლაქ პეტ­რო­პავ­ლოვ­სკ-კამ­ჩატ­სკი­დან სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით 119 კმ-ის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"