,,დღეს , კიდევ ერთი ბრიტანელი ტურისტი გამოასალმეს სიცოცხლეს საქართველოში.
რამდენადაც ვუყურებ, საქართველო ტურისტული თვლსაზრისით, უსაფრთხო გახდა მხოლოდ რუსებისთვის , უზბეკებისთვის, აზერბაიჯანელებისთვის, სომხებისთვის, ყირგიზებისთვის.
ჯერ იმ ქვეყნის დედა ვატირე, რომელიც ტურიზმზე აკეთებს აქცენტს , ქვეყნის განვითარებას ტურიზმში ხედავს და თან ტურიზმის მთავარ იმპორტიორად, ამ ქვეყნებიდან შემოსულ ხალხებს განიხილავს.
ტურიზმი გარდა იმისა რომ შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს, ის გარკვეულწილად მონაწილეობას იღებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.
მარტივია,როცა სტუმარს ველით, როდის უფრო მეტად ვართ დაძაბული , როცა დიდიხნის ნაცნობი და შედარებით ღარიბი მოდის, თუ შედარებით მდიდარი და უცნობი?
რათქმაუნდა იმ დროს, როცა სტუმრად ნაკლებად ნაცნობი და ამავდროულად მდიდარი მოდის და ვცდილობთ, რომ ყველაფერი უფრო დახვეწილი და ორგანიზებული დავახვედროთ.
ზუსტად ანალოგიური ხდება ტურიზმის სფეროშიც, რაც უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა განვითარებული ქვეყნიდან საქართველოში , მით მეტად მობილიზებული დავხვდებით და ბევრად დახვეწილ სერვისს დავახვედრებთ, რაც პროპორცულად აისახება ჩვენს განვითარებაზეც.
რა უნდა გვასწავლოს რუსმა , აზერბაიჯანელმა, სომეხმა, უზბეკმა, ყირგიზ ტურისტმა ისეთი, რაც მომავალში ჩვენს განვითარებას ხელს შეუწყობს .
ადამიანი და საზოგადოება რომ გაიზარდოს, მას ამისთვის სჭირდება ურთიერთობა თავისზე უკეთესთან და რომელია ჩემგან ჩამოთვლილი ქეყნებიდან ჩვენზე უკეთესი? არცერთი.
რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ვისგანაც უნდა ვისწავლოთ, იმათ ვკლავთ..”-წერს სოციალურ ქსელში
,,ამერიკა ამერიკა”