დღეს იუდას მიერ იესო ქრისტეს ოცდაათ ვერცხლად გაცემის დღეა.
მფარველი “წმინდანისა” და “ანგელოზის” დღეს ვულოცავ იმ ქართველ მღვდელმთავრებსა და მღვდლებს, რომლებიც ეტრფიან რუსეთის მკვლელ სახელმწიფოსა და მის ტერორისტ პრეზიდენტს, თანაუგრძნობენ რუსეთის ღვთისმგმობელ ეკლესიას, უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის სქიზმად და სექტად წარმოჩენას ცდილობენ და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული მიმდინარე ომისას საქართველოს მოუწოდებენ, რომ ილოცონ, რათა რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი გახდეს ერთი ქვეყანა და არ ჩაერიონ რუსეთის მიერ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული უსასტიკესი აგრესიის მხილებაში.
იუდამ რაც ერთხელ გააკეთა, თქვენ ყოველდღიურად ჩადიხართ! ასე, რომ ნამდვილად “მოსალოცი” დღე გაქვთ.
ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.










