LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საიას ქუთაისის ფილიალი არჩევნების მეორე ტურს მხოლოდ ქუთაისში დააკვირდება

“დღემდე უცნობია, რა ქიმიურ საშუალებებს იყენებდა შსს ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების წინააღმდეგ” – საია

დაპოსტა 2025/05/02-ში
A A
20
ნახვა
გაზიარება

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან, რამდენიმე ღამის განმავლობაში, მშვიდობიანი დემონსტრაციების დასარბევად „ქართული ოცნება” აქტიურად ქიმიურ საშუალებებს იყენებდა, მათ შორის ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლში შერეულ ქიმიურ გამაღიზიანებლებს.

როგორც საია-ში განმარტავენ, დღემდე უცნობია, რა ქიმიურ საშუალებებს იყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ამასთან, არასამთავრო ორგანიზაციის თქმით, მათ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, შეკითხვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს, თუმცა მათ პასუხი უწყებიდან არ მიუღიათ. გარდა ამისა, მათივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროც არ ფლობს ინფორმაციას განხორციელებული საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში გამოყენებული ქიმიური საშუალებების შესახებ.

„ქიმიური გამაღიზიანებლების ზემოქმედებამ დაზარალებულთა ნაწილისთვის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის ზიანი გამოიწვია. ცალკეულ შემთხვევებში დაზარალებულებს მომდევნო თვეების განმავლობაში ინტენსიური მკურნალობის ჩატარება დასჭირდათ, ხოლო ქიმიური საშუალებების ზემოქმედებით გამოწვეულმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ, ამ დროის განმავლობაში, მნიშვნელოვნად იმოქმედა მათი ყოველდღიური ცხოვრების დონესა და პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობაზე. სოციალურ ქსელებში დღემდე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ქიმიური საშუალებების ექსპოზიციით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ.

აქციის მონაწილეები, რომლებსაც წარსულშიც გამოუცდიათ ქიმიური გამაღიზიანებლების ზემოქმედება აქციების დაშლის პერიოდში, აღნიშნავენ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამოყენებული ცრემლსადენი გაზი მნიშვნელოვნად უფრო მაღალი ინტენსივობის ტკივილსა და სიმპტომებს იწვევდა, ვიდრე 2024 წლის გაზაფხულის აქციების პერიოდში.

დღემდე უცნობია რა ქიმიურ საშუალებებს იყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო დემონსტრანტების წინააღმდეგ. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, აღნიშნულის შესახებ 2025 წლის 28 იანვარს შეკითხვით მივმართეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შემადგენლობა უცნობი არის, მათ შორის, იმ სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებსაც დაზარალებულებისთვის სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიათ. საია-მ ამ კითხვით ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართა, რომელმაც 19 თებერვალს გვიპასუხა, რომ სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას განხორციელებული საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში გამოყენებული ქიმიური საშუალებების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს პასუხის მიხედვით, აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან არ გამოუთხოვიათ, „საჭიროების არარსებობის გამო”, – აცხადებენ საია-ში.

როგორც საია-ში ამბობენ, წყლის ჭავლში ქიმიური გამაღიზიანებლების შერევა პრობლემური და საფრთხის შემცველი პრაქტიკაა, რომელიც ძლიერ ფიზიკურ ტკივილს იწვევს და ჯანმრთელობის დაზიანების სერიოზულ რისკს ქმნის.

„ამასთან, მიუხედავად იმისა, თუ რა შემადგენლობის ქიმიურ საშუალებებს იყენებდა შსს, მათი გამოყენების მეთოდები და პრაქტიკა იყო ცალსახად უკანონო და ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი. ცრემლსადენი გაზის გამოყენებისას, ხშირად, აქციის მონაწილეებს არ ეძლეოდათ ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა. აღნიშნულის მიზეზები იყო ძლიერი დაკვამლიანება, ცრემლსადენი გაზის ინტენსიური გამოყენებით გამოწვეული დეზორიენტაცია, გასასვლელების ბლოკირება პოლიციის მიერ ან ხალხის რაოდენობის გამო. საპოლიციო ძალები ხშირად ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ რამდენჯერმე ერთსა და იმავე ადგილას, რაც აკრძალული პრაქტიკაა. ასევე, მოულოდნელად, მჭიდროდ მდგარი ხალხის მასებში, რაც ჭყლეტის საშიშროებას ქმნიდა. ადგილი ჰქონდა გაზის კაფსულების დამიზნებით სროლას და შენობის სახურავებიდან ჩამოგდებას, რაც, ასევე მძიმე დაზიანების მიღების მაღალ რისკს ქმნის.

საპოლიციო ძალები ასევე იყენებდნენ წყლის ჭავლში შერეულ უცნობ ქიმიურ გამაღიზიანებლებს. წყლის ჭავლში ქიმიური გამაღიზიანებლების შერევა პრობლემური და საფრთხის შემცველი პრაქტიკა, რომელიც ძლიერ ფიზიკურ ტკივილს იწვევს და ჯანმრთელობის დაზიანების სერიოზულ რისკს ქმნის. იგი არღვევს სამართალდამცავთა ვალდებულებას, მოახდინონ ზიანის მინიმუმამდე შემცირება. ამის გამო, “ამნესთი ინთერნეიშენალის” სახელმძღვანელო სახელმწიფოებს აღნიშნული პრაქტიკის აკრძალვისკენ მოუწოდებს. წყლის ჭავლში ქიმიკატების შერევა არარეკომენდებული პრაქტიკაა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის სახელმძღვანელოს მიხედვითაც. აღსანიშნავია, რომ პროტესტის მონაწილეთა ნაწილი, რომლებსაც ქიმიკატებიანი წყლის ჭავლი პირდაპირ არ მოხვედრიათ, იხსენებენ, რომ წყლის ჭავლის გაშვებას ძლიერი სუნი ახლდა თან, რაც წყალთან პირდაპირი კონტაქტის გარეშეც იგრძნობოდა, ხოლო მასთან მცირედი შეხებაც ძლიერი წვისა და ქავილის შეგრძნებას იწვევდა.

ცალსახაა, რომ ქიმიური გამაღიზიანებლების გამოყენება უკანონოდ ხდებოდა და, რიგ შემთხვევებში, უტოლდებოდა არასათანადო მოპყრობას. მიუხედავად ამისა, აღნიშნულთან დაკავშირებით არ დამდგარა, არც ერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად მსგავს უკანონო და საფრთხის შემცველ მეთოდებს მიმართავდა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების სისტემურ, ორგანიზებულ და დანაშაულებრივ ბუნებას“, – აცხადებენ საია-ში.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

კაპროვანის სანაპიროსთან კაცი დაიხრჩო

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ბათუმში ზღვამ ცხედარი გამორიყა
მთავარი

კაპროვანის სანაპიროსთან კაცი დაიხრჩო - ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში თათია ნიკოლაშვილი ავრცელებს.   "უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ‼️ სრულიად უპატრონო ქვეყანაში ‼️ რამდენიმე წუთის წინ კაპროვანის სანაპიროზე ადამიანი გარდაიცვალა ‼️ამ ქვეყანაში...

დაწვრილებითDetails

შვილმა მამა მოკლა – ცხედარი კი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

კახეთში, შვილმა მამა მოკლა - გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. შსს-ს ცნობით, შვილმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა. გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლიანი ანგარიშსწორება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. სამართალდამცველებმა...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია 16 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი – დაკავებულია სამი პირი

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ევაკუაცია განახორციელდა – შსს ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის შესახებ განცხადებას ავრცელებს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ...

დაწვრილებითDetails

სასურსათო მაღაზიიდან პროდუქციის მოპარვას და მიმალვას ცდილობდნენ – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს თბილისში მდებარე ერთ-ერთ...

დაწვრილებითDetails

ქეთი ბერძენიშვილი 54 წლის გახდებოდა

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი 53 წლის გახდებოდა
მთავარი

დღეს, 24 ივლისს, ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის ქეთი ბერძენიშვილის დაბადების დღეა.  ქეთი 54 წლის გახდებოდა. ოჯახის წევრები, მეგობრები და ნაცნობები დღეს, ქეთის საფლავთან შეიკრიბებიან, შემდეგ კი 19:00 საათძე, სასტუმრო "არგოში"...

დაწვრილებითDetails

დრონების შოუ და 400 ადამიანზე გათვლილი ფურშეტი – დღეს ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი უნდა გაიხნას

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისთვის ნახევარ მილიონზე მეტი დაიხარჯება
მთავარი

დღეს ქუთაისის ყოფილ პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი უნდა გაიხსნას. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და  შპს „ვანილა ივენთს“ შორის გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, აღნიშნული საზეიმო ღონისძიება და ყველა დაგეგმილი აქტივობა...

დაწვრილებითDetails

„ენით აღუწერელი ტრაგედია ტრიალებს“ – სამტრედიაში 21 წლის დავით კიკვაძეს გლოვობენ

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
„ენით აღუწერელი ტრაგედია ტრიალებს“ – სამტრედიაში 21 წლის დავით კიკვაძეს გლოვობენ
მთავარი

„ენით აღუწერელი ტრაგედია ტრიალებს“ - სამტრედიაში 21 წლის დავით კიკვაძეს გლოვობენ - ინფორმაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. ტრაგედია გუშინ, სამტრედიაში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში რკინის კონსტრუქციის მონტაჟი მიმდინარეობდა. სავარაუდოდ,...

დაწვრილებითDetails

ფანჯარასთან მოირბინეს და იარაღი დაგვიმიზნეს – რა მოხდა ქუთაისში

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ფანჯარასთან მოირბინეს და იარაღი დაგვიმიზნეს – რა მოხდა ქუთაისში
მთავარი

მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს რომ გვიან ღამით ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ორი პირი ავტომობილის გაძარცვას ცდილობდა. როგორ ადგილობრივი წერს უცნობმა პირებმა მათ იარაღიც დაუმიზნეს ,,ძარცვა ქუთაისშიავტოქარხანა, ცოტნე დადიანის ქუჩა მთელი ღამის...

დაწვრილებითDetails

24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ნოემბრის თვის ყველაზე იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი დღე აქტიურობითა და ახალი შესაძლებლობებით იქნება სავსე. სამსახურში საინტერესო შეთავაზება ან ახალი იდეა შეიძლება გაჩნდეს. პირად ურთიერთობებში კი მოთმინება საუკეთესო შედეგს მოგიტანთ.   კურო ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის ხელსაყრელი დღეა....

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა გოგო ტრაგიკულად დაიღუპა

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ახალგაზრდა გოგო ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

თბილისში ახალგაზრდა გოგო ტრაგიკულად დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც „ფეისბუქ“ მომხმარებლები წერენ, ვერიკო ნოზაძე, მეცხრე სართულიდან გადავარდა.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"