ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, კორპუსიდან წყლის ავზის გადმოვარდნის შედეგად დაშავებული 68 წლის ქალი ,,თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრიდან’’ დღეს გაეწერა. კლინიკის ნეიროქირურგის ბადრი წიქარიშვილის ინფორმაციით პაციენტს აღენიშნებოდა ხერხემლის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, გულმკერდის ნეკნების მოტეხილობა და იგი ნეიროქირურგიულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას. კლინიკაში გაწეული ყველა საჭირო დახმარების შედეგად პაციენტი ბინაზე გამოჯანმრთელებული გაეწერა.
გარდაიცვალა ქუთაისის კონსერვატორიის ხელმძღვანელი რუსუდან ლორთქიფანიძე
გარდაიცვალა ქუთაისის კონსერვატორიის ხელმძღვანელი რუსუდან ლორთქიფანიძე. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები და მეგობრები ავრცელებენ. ,,გარდაიცვალა ქალბატონი რუსუდან ლორთქიფანიძე, ქუთაისის კონსერვატორიის პროფესორი და უცვლელი ხელმძღვანელი, ათეული წლების განმავლობაში. ენერგიით სავსე,მიზანდასახული, დაუღალავი,მუდამ...