ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს – ამის შესახებ politico-სთან საუბრისას ევროკომისიის სპიკერმა განაცხადა.
„ყველა ვარიანტი განიხილება“. “მათ შორის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის პოტენციური დროებითი შეჩერებაც, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ავტორიტარულ ტრაქეტორიას განაგრძობს. – ამბობს ევროკომისიის სპიკერი.
მეგა ტვ-ი დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ ქუთაიში ვიზალიბერალიზაციის სავარაუდო შერებაზე. მოქალაქეების უმეტესობის აზრით სჯობს თავისუფლად და შეუზღუდავად შეეძლოთ ევროპის ქვეყნებში გადაადგილება.










