ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, კორპუსიდან წყლის ავზის გადმოვარდნის შედეგად დაშავებული 68 წლის ქალი ,,თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრიდან’’ დღეს გაეწერა. კლინიკის ნეიროქირურგის ბადრი წიქარიშვილის ინფორმაციით პაციენტს აღენიშნებოდა ხერხემლის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, გულმკერდის ნეკნების მოტეხილობა და იგი ნეიროქირურგიულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას. კლინიკაში გაწეული ყველა საჭირო დახმარების შედეგად პაციენტი ბინაზე გამოჯანმრთელებული გაეწერა.
მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი – პენიტენციური განცხადებას ავრცელებს
2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 საათზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი პენიტენციური სამსახური - მსჯავრდებულმა...










