დღეიდან აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე გაზრდილი ჯარიმები ამოქმედდა.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ჯარიმის აქამდე დადგენილი ოდენობები დარღვევის პრევენციას ვერ უზრუნველყოფდა და უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა.
ცვლილებების მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – 1 500 ლარის ოდენობით.










