რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ახალგორში უკანასკნელი ქართული სკოლა დაიხურა – ინფორმაციას cnews-ი ავრცელებს.
ოკუპირებულ ახალგორში ქართული სკოლების დახურვის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2017 წელს მიიღო ცხინვალის რეგიონის ყოფილმა დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა „პატრიოტული მიზეზების გამო“.










