დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი გადმოასვენეს,მათგან 10 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქეა . სამოქალაქო პანაშვიდები 3 დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში იმართებოდა. 5 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სხვა იდენტიფიცირებულ პირებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ
სკოლის კედლებმაც იგრძნეს უზარმაზარი ტკივილი – იმერეთში გარდაცვლილ პედაგოგს ემშვიდობებიან
გელათის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა პედაგოგი ეკა ნიშნიანიძე. ,,სიჩუმე, რომელიც დღეს ჩვენი სკოლის დერეფნებში ჩამოწვა, აუტანელი და მძიმე იყო. თითქოს სამყაროც გაჩერდა და სკოლის კედლებმაც იგრძნეს ის უზარმაზარი...










