აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს, კამალა ჰარისს ირანის საკითხზე და აცხადებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას სამყარო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე მიჰყავს. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტრამპმა ჰარისს და ბაიდენს უკიდურესად არაკომპეტენტურები უწოდა და განაცხადა, რომ მათ სამყარო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე მიჰყავთ.
„ორი არაკომპეტენტურ ადამიანს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მართავენ, და მე არ მგონია, რომ ისინი საერთოდ მართავენ მას, მივყავართ მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე, ისეთი ომის, როგორიც არასდროს ყოფილა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ვისკონსინის შტატის ქალაქ ვონაკიში სიტყვით გამოსვლისას.
სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა შეიძლება გამანადგურებელი გლობალური ომი გამოიწვიოს.