LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ეს თავდასხმა იყო ორგანიზებული, დავალებული პირადად ივანიშვილის მხრიდან – გიგი უგულავა სასამართლო პროცესზე

“დიქტატურის სრულად გასაფორმებლად რამდენიმე ნაბიჯიღა დარჩა რეჟიმს, კერძოდ, რამდენიმე მიკროფონის გაქრობა”- გიგი უგულავა

დაპოსტა 2025/06/03-ში
A A
15
ნახვა
გაზიარება

ქვეყანაში დიქტატურის სრულად გასაფორმებლად რამდენიმე ნაბიჯიღა დარჩა რეჟიმს, კერძოდ რამდენიმე მიკროფონის გაქრობა – მიმდინარეობს პატიებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების დევნა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების პრაქტიკულად განადგურება,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ქვეყნის შიგნით საზოგადოების მაქსიმალური მობილიზაცია და საერთაშორისო ძალისხმევაა.

„ქვეყანაში დიქტატურის სრულად გასაფორმებლად რამდენიმე ნაბიჯიღა დარჩა რეჟიმს, კერძოდ რამდენიმე მიკროფონის გაქრობა. დიქტატურის გაფორმება დაწყებულია ასევე იმ კანონებით, რომლებიც მიიღო „ქართულმა ოცნებამ“. პრაქტიკულად შეტევა მიდის ყველა იმ თავისუფალ კუნძულზე, რომელიც შესაძლოა ქვეყანაში არსებობდეს. ახლა კი მიმდინარეობს პატიებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების დევნა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების პრაქტიკულად განადგურება. ამ პროცესში მყოფი ქვეყნის გადარჩენა შეუძლია, საზოგადოების აბსოლუტურ მობილიზაციასა და საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც უნისონში უნდა იყოს საზოგადოების ძალისხმევასთან. ახლა არის გადამწყვეტი ეტაპი ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის. ეს არის დარჩენილი – გარედან სანქციები და შიგნიდან მაქსიმალური „პრესინგი“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

ასევე, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების შესაძლო მონაწილეობაც შეაფასა. მისი თქმით, იმ ვითარებაში, რომელშიც ახლა საქართველოა, რომელიმე ოპოზიციური პარტიის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნის ღალატის ტოლფასი იქნება.

„ამ ვითარებაში არა თუ არ შეიძლება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, არამედ პირდაპირ ქვეყნის ღალატის ტოლფასი იქნება. ყველა წინაპირობა დანგრეულია – სახელმწიფო მიტაცებულია და ამ გადაწყვეტილებით ხალხს ციხეში ტოვებ. არ არსებობს არანაირი სადამკვირვებლო ფუნქცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, როდესაც პარტიებს აუქმებენ. როცა თავად დასცინიან იმ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ – ეუბნებიან შეიძლება გაგაუქმოთო! სამადლოდ უხდიან საქმეს!

ვისაც ჰგონია, რომ სხვა, არჩევნებში არ მონაწილე პარტიის ხმებს დაეპატრონება იდიოტია და არც არჩევნები იცის. ამ თვითმმართველობის არჩევნებით თავის „გაპრავება“ და გამშვენიერება უნდა ამ სიმახინჯეს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. არჩევნებში მონაწილეობას ქართული საზოგადოება არავის არ აპატიებს“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

კობა ფარტენაძე, პოლიციის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე. უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ კობა ფარტენაძემ 16 აგვისტოს...

დაწვრილებითDetails

მატარებელი 35 წლის კაცს დაეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
საქართველოს რკინიგზამ ბოლო წლების განმავლობაში ასობით მილიონი ლარი იზარალა- აუდიტი
მთავარი

დაბა ჩაქვში 35 წლის მამაკაცი მატარებლის შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.   ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილი ბელარუსიდან იყო.   მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.   ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული....

დაწვრილებითDetails

დაკავებულია მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დაკავებულია, - აღნიშნულის შესახებ ადვოკატი თემურ ქავშბაია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, კობა ფარტენაძე, ზესტაფონის განყოფილებაშია გადაყვანილი.   „დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.   შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის...

დაწვრილებითDetails

ტყის მცველი, ვეტერინარი და ოპერატორი – კორუფციული დანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტები გამოავლინეს და სამი პირი დააკავეს.  ...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი ბიჭი ქალს სადარბაზოში ჩუმად შეჰყვა და მასთან ფიზიკური კონტაქტი სცადა

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

დააკავეს 15 წლამდე ბიჭი, რომელიც რუსთავში ახალგაზრდა ქალს სადარბაზოში შეჰყვა და მასთან ფიზიკური კონტაქტის დამყარება სცადა - მომხდარის შესახებ „ინფო რუსთავი“ წერს. მათივე ინფორმაციით, ფაქტი ლეონიძის ქუჩაზე მოხდა, 15 წლამდე...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნაცნობს 30 000...

დაწვრილებითDetails

მოქალაქეებს შეურაცხყოფა მიაყენეს და ტელეფონები გასტაცეს – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა...

დაწვრილებითDetails

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   აქტიური დღეა. ახალი საქმის დაწყება და ინიციატივის გამოჩენა შედეგიანია, თუმცა იმპულსურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. კარგი დროა გეგმების დასალაგებლად და პრიორიტეტების განსაზღვრისთვის.  ...

დაწვრილებითDetails

17 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
5 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ამინდი გაუარესდება
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 აგვისტოს ამინდი საქართველოში კვლავ განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"