“დიმიტრი უზნაძე – ხიდი ევროპული და მსოფლიო ფსიქოლოგიის კონტექსტში’’ – ქუთაისში გამოფენა იხსნება.
30 სექტემბერს, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იხსნება დროებითი გამოფენა, რომელიც ეძღვნება ქართველ ფსიქოლოგს, ფილოსოფოსს, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელს – დიმიტრი უზნაძეს. ინფორმაციას ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი ავრცელებს.
მათი ცნობით გამოფენისა და კონცეფციის იდეის ავტორია ლონდონის ქინგს კოლეჯის კლინიკური ფსიქოლოგიის პროფესორი, ევროპის აკადემიის არჩეული წევრი, დიდი ბრიტანეთის ფსიქოლოგიური საზოგადოების ნამდვილი წევრი, პროფესორი – ქეთი ჭანტურია.
“ქუთაისის მუზეუმში გამოფენის გახსნის იდეა განპირობებულია იმით, რომ სწორედ ქალაქ ქუთაისს უკავშირდება დიმიტრი უზნაძის ბიოგრაფიის პირველი წლები: 1904 წელს დაამთავრა ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, 1909–1918 წლებში კი ამავე გიმნაზიაში ასწავლიდა მსოფლიო ისტორიას. 1917 წელს მან ქუთაისში გამოსცა მსოფლიო ისტორიის პირველი ქართული სახელმძღვანელო. 1933–1942 წლებში დიმიტრი უზნაძე იყო ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის, (ამჟამად ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ფსიქოლოგიის კათედრის პირველი გამგე.
გამოფენაზე წარმოდგენილი არქტეფაქტების მნიშვნელოვანი ნაწილი, დიმიტრი უზნაძის არქივის სახით, განთავსდება მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში და ქუთაისის მუზეუმის ხელნაწერთა ფონდი კიდევ ერთი დიდი მეცნიერისა და მოღვაწის პირადი არქივით გამდიდრდება.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
30 სექტემბერს ქუთაისში ღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი
12:00 საათზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიმიტრი უზნაძის ძეგლი გაიხსნება.









