LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ზურაბ გურული მისისიპის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სრული პროფესორი გახდა

დივერსიული დარტყმა ორი მიმართულებით გაიშალა-ზურაბ გურული

დაპოსტა 2021/08/23-ში
A A
79
ნახვა
გაზიარება

ხვალ, როცა ამერიკაში გათენდება, დიდი ალბათობით პფაიზერის ვაქცინა მიიღებს სრულ ოფიციალურ ლეგიტიმაციას FDA-ს მიერ და საბოლოოდ გაქარწყლდება სულელური, თითიდან გამოწოვილი მთავარი მითი „ნაჩქარევი“ ვაქცინის შესახებ.

კოლოსალური რაოდენობით დაგროვილი ემპირიული მასალა საკმარისზე მეტიცაა ამ უაღრესად ეფექტური წამალის იურიდიული აღიარებისათვის.

და მაინც, რატომ განიცადა უძლიერესი ამპლიფიკაცია აქამდე სოროებში შეყუჟულმა ანტივაქსერულმა მოძრაობებმა? რა მოხდა განსხვავებული პანდემიის განმავლობაში?

ერთადერთი რამ, საინფორმაციო დივერსიაზე აწყობილმა ჰიბრიდულმა ომმა აპოთეოზს მიაღწია და სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდა მსოფლიოს პროგრესულ გონს.

როდესაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის ჩარევაზე საუბრობდნენ, პროფესიონალები შეთანხმდნენ მარტივ ჭეშმარიტებაზე; რუსეთს არ ჰქონდა ფიზიკური შესაძლებლობა, არჩევნების უშუალო შედეგებზე მანიპულაცია მოეხდინა.

ფსბ-ს დივერსიულმა ძალებმა უბრალოდ ილუზია შექმნეს ჩარევის, დანარჩენი კი თავად საზოგადოების აღგზნებულმა სექტორმა დაასრულა. დივერსანტების ამოცანა საფუძვლიანი ეჭვის შექმნა იყო, მეტი არაფერი.

ზუსტად ანალოგიური პრინციპებით ამუშავდა რუსული და ჩინური დაზვერვა პანდემიის დასაწყისში. ფორსირებულად ამოქმედებულ ამერიკულ-ევროპულ ინტელექტუალურ კორპორაციას სასწრაფოდ დაუპირისპირდა ფსევდომეცნიერული ინფორმაციით გაძეძგილი ტროლ-საიტები.

განსაკუთრებული სიმძლავრით დაუპირისპირდნენ ვაქცინებს, რადგან ყველამ იცის, რომ ვაქცინები და ვაქცინაცია წარმოადგენს პანდემიის შეჩერებისა და სიკვდილიანობის მკვეთრად დაქვეითების ერთადერთ საშუალებას.

ცხადია, ეს დივერსიული პროპაგანდა მთელი სიმძლავრით ამუშავდა რუსეთის სამეზობლოში, სადაც ფსბ-ს წარმატებით აქვს ინფილტრირებული ყოფილ საბჭოთა სატელიტთა დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურები.

დივერსიის შედეგები განსაკუთრებით საგრძნობი გახდა საქართველოში, სადაც დასავლური ზეგავლენა ისედაც სერიოზული დარტყმის ქვეშ იმყოფება და სადაც ადგილობრივი

სპეცსამსახურები რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ არიან მოქცეულები. საქმეში ეფექტურად ჩაება რუსული აგენტურის ყველაზე მძლავრი და გავლენიანი ქსელი, (იცით რომელიც). დაიწყო მოსახლეობის მასობრივი ფსიქოლოგიური დამუშავება.

დივერსანტებმა ისევ სწორად გათვალეს. მათ საწყისი ტალღა ააგორეს და ამ ტალღის ამპლიფიკაციაში მერე მოხალისეები ჩაებნენ სასარგებლო (და უსარგებლო) იდიოტების ბატალიონებით. დაიწყო დაუსრულებელი კამათი ვაქცინის შესაძლო მავნე ეფექტებზე, სტატისტიკური მონაცემებით გაუთავებელი ჟონგლიორობა, ფსევდომეცნიერული წიაღსვლები მიკრობიოლოგიასა და ვიროლოგია-გენეტიკაში და რაც ყველაზე კომიკურია, ადამიანის უფლებების სფეროში ფსევდო-იურიდიულ-ფილოსოფიური თეორიები.

დივერსიული დარტყმა ორი მიმართულებით გაიშალა:

1. „კოვიდი არ არსებობს!“ „კოვიდი არც ისე საშიშია“, „კოვიდით დაღუპულთა რიცხვს აზვიადებენ“.

2. „ვაქცინა მიხლაფორთებულია“; „ვაქცინა კლავს“; „ვაქცინაში ჩიპები“; „ვაქცინა გენეტიკას ცვლის“; „ვაქცინა მაინც არ იცავს“.

დივერსანტებმა და სასარგებლო იდიოტების რაზმებმა ამოცანას ბრწყინვალედ გაართვეს თავი.

სრულიად აბსურდული და უაზრო გახადეს ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები, რომლებიც საბოლოოდ უთავბოლო გადაწყვეტილებებით დასრულდა და პარალელურად სრულიად ჩაშალეს ვაქცინაციის პროცესი, რადგან საზოგადოების მხოლოდ უმცირესი სპექტრი მოითხოვდა სახელმწიფოსაგან ვაქცინაციის პროცესის ფორსირებულად წარმართვას.

ცხადია, დივერსანტებს უფასო ბონუსად ერგო აბსოლუტურად დეგრადირებული პოლიტიკური სისტემა და სამთავრობო მარიონეტები.

შედეგად უკვე მივიღეთ ადამიანთა დიდი მსხვერპლი, და დაღუპულთა სტატისტიკა ჯერჯერობით ისევ აღმავალ მრუდზეა.

დივერსიული გზავნილი ახლა ბრალეულობის გადატანას ჯანდაცვის სრულიად გაუმართავ, უსუსურ სისტემაზე ცდილობს, რომელიც მისმა მესვეურებმა და ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა პრაქტიკულად შიშველი დატოვა მომაკვდინებელი პანდემიის წინააღმდეგ.

ცხადია, ეს არის პანიკის შექმნის ყველაზე ეფექტური გზა. დაარტყეს ექიმებს.

მშვენიერია. ექიმების კვალიფიკაციაზე და კლინიკების მდგომარეობაზე არსებული მთავრობა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ეს პრობლემა წარსულიდან მოდის.

ცხადია, ამ მესიჯის გავრცელებაშიც აქტიურად ჩაებნენ სასარგებლო იდიოტები…

ეს არის მოკლედ მსოფლიო მასშტაბის დივერსიის მოკლე ანატომია, რომელმაც თავისი სპეციფიკური ინტერპრეტაციები საქართველოშიც განავრცო.

დაფიქრდით. გაიაზრეთ. თუ ამას შეძლებთ, მარტივად მიხვდებით, რომ ამ დივერსიის ყველა განშტოება ერთნაირად საშიშია, რადგან ლოგიკურ ჯაჭვად არის აწყობილი უმართავი ქაოსის შესაქმნელად” – წერს ზურაბ გურული.

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

ოქრო იაფდება, ვერცხლი კი ძვირდება-რა ღირს გრამი

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასი მცირედით იაფდება, თუმცა საგულისხმოა, რომ უკანასკნელ მონაცემებთან შედარებით გაძვირებულია ვერცხლი. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 695 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში...

დაწვრილებითDetails

მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება
მთავარი

2026 წლის ივნისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. უფრო კონკრეტულად, ცვლილებების შედეგად, ორშაბათიდან პარასკევის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 13 მაისისთვის

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 14 მაისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6818, ევრო – 3.1404, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6245 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაცია, თითქოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არამიზნობრივად გახარჯა ბიუჯეტის სახსრები უცხოელ არალეგალთა ქვეყნიდან გაძევების პროცესში, არის სრული მანიპულაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების...

დაწვრილებითDetails

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს. როგორც ცენტრალური კრიმინალური...

დაწვრილებითDetails

ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დაბა ჩაქვში (ი. გოგებაშვილის II შეს. N 30) ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა...

დაწვრილებითDetails

ქრთამის აღების ფაქტზე მერის წარმომადგენლები დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
ქრთამის აღების ფაქტზე მერის წარმომადგენლები დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, გამოვლენილია კორუფციული ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც სამი პირი დაკავებულია, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერის ორი წარმომადგენელი. პირველ შემთხვევაში, კორუფციული დანაშაული გამოვლინდა ადიგენის...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. მათ...

დაწვრილებითDetails

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

  კურო   გამოიყენეთ ეს დღე მიწასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის. მიხედეთ ბაღს, ნაკვეთს, კარ-მიდამოს, გადარგეთ ყვავილები. დაიწყეთ სახლის რემონტი, მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე.   ტყუპები   დაკავდით მნიშვნელოვანი საბუთების მოწესრიგებით, გადახედეთ ხელშეკრულებებს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"