არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში ხუთშაბათს, 11 მარტს გაიმართება მიტინგი მოთხოვნით – გამოიძიონ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას სიკვდილის გარემოებები.
მარადონას სიცოცხლის ბოლო წუთები – რა ინფორმაციას ავრცელებს Todo noticias-ი
2020-11-26
მარადონას სიცოცხლის ბოლო წუთები – რა ინფორმაციას ავრცელებს Todo noticias-ი
ფეხბურთელის თაყვანისმცემლები ბუენოს აირესის ქუჩებში ჩაივლიან ლოზუნგებით – „ის არ მომკვდარა, ის მოკლეს“, „სამართლიანობა დიეგოსთვის“ და „სასამართლო და სასჯელი დამნაშავეებისთვის“.
„როიტერის“ ინფორმაციით, 8 მარტს, იუსტიციის დეპარტამენტმა მოითხოვა სამედიცინო კომისიის შექმნა, რომელმაც უნდა გამოიძიოს მარადონას სიკვდილის გარემოებები.
მარადონა 2020 წლის ნოემბერში, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის მიზეზი გახდა გულის შეტევა. გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე, ფეხბურთელი კლინიკიდან გაწერეს ტვინზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ










