მესხიშვილის თეატრი მუსიკალურ ზღაპარს დგამს. “ბრემენელი მუსიკოსების” პრემიერა ქუთაისში 19 დეკემბერს იგეგმება.
ცნობილი ზღაპრის სცენაზე გაცოცხლება რეჟისორმა კახაბერ გოგოლაშვილმა განახორციელება.
სპექტაკლში მესხიშვილის თეატრის მსახიობები გელა ებანოიძე, ნანცო ცხვირაშვლი, გოჩა ნემსიწვერიძე, იოანე იმედაძე, მაგდა ჩიხლაძე, გიგა მიქაძე, აბელ სოსელია, მანუჩარ ბეგალიშვილი, ნიკოლოზ კობახიძე, ზაზა კილასონია, ნიკოლოზ ჯანგავაძე, ლელა ლომთაძე, კოტე რობაქიძე, დავით როინიშვილი, გიორგი შალამბერიძე, გიორგი ქართველიშვილი მონაწილეობენ.
ტექსტის მთარგმნელი და სიმღერების ტექსტის ავტორია გვანცა ჯავახაძე, მუსიკალური ხელმძღვანელი და არანჟირების ავტორი ერეკლე დიდია, სასცენო მოძრაობა – ბაქარ ბაქრაძე, რეჟისორის თანაშემწე – მაია კვიმსაძე.