ქუთაისის ოპერის თეატრის შემოქმედებით კოლექტივს იოსებ კიწმარიშვილი გამოაკლდა – ამის შესახებ ინფორმაცია ოპერის ოფიციალურ Facebook გვერდზე ვრცელდება
“დიდი დანაკლისი განიცადა ქუთაისის საოპერო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა,
გარდაიცვალა იოსებ კიწმარიშვილი.
მისი სახელი დაკავშირებულია ნიჭიერებასთან, ოპერის სოლისტისათვის შესაშურ არტისტიზმთან.
მისი გამორჩეული საოპერო სახეები:
ტიტო(დაისი), სიკო(ქეთო და კოტე), ნოშრევანი( შერეკილები), ნორმანი( ლუჩია დი ლამერმური), ბორსა(რიგოლეტო), გასტონი(ტრავიატა), ჯოაკინო( ფიდელიო), ოფიცერი( სევილიელი დალაქი), გლეხი(ჯამბაზები) და სხვა.
ის იყო კარგი მეგობარი, საოცარი იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ყველა შეკრების სასურველი სტუმარი.
უპრეტენზიო, ქუთაისზე, მის მშობლიურ საოპერო თეატრზე უზომოდ ნაამაგარი და გულანთებული პატრიოტი.
დაუვიწყარია მისი საოპერო სახეები, თაობებს გადაეცემა მის მიერ შესრულებული კონტრასტული საოპერო გმირები.
მშვიდობით ნიჭიერო სოსო!
ნათელი შენს სპეტაკ სულს!
ქუთაისის საოპერო თეატრი უსამძიმრებს ოჯახს ამ დიდ მწუხარებას!
დაკრძალვა 10 მარტს, ქუთაისი/არაყიშვილის ქუჩა #5/15, 14:00 საათზე “