„დელტამიკრონი“ ეს ჰიბრიდია „დელტასი“ და „ომიკრონის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„დელტამიკრონი“ ეს ჰიბრიდია „დელტასი“ და „ომიკრონის“. ჯერჯერობით მხოლოდ ერთეული შემთხვევებია სეკვენირებით დადგენილი სხვადასხვა ქვეყნებში. წინასწარი ინფორმაციით, მას „დელტას“ სიმძიმე არ ახასიათებს და ჭარბობს „ომიკრონის“ თვისებები, რომელიც უფრო მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ. ჩვენი ცენტრი აკეთებს შტამების მონიტორინგს, გვაქვს რამდენიმე ბაზა, საიდანაც ვაკვირდებით და ვაკეთებთ სეკვენირებას. ჯერჯერობით, ჩვენთან არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა თუმცა, ალბათობა ყველა ქვეყანაში არის, რომ ახალი