LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დედამიწაზე შეიძლება ახალი ოკეანე წარმოიქმნას

დედამიწაზე შეიძლება ახალი ოკეანე წარმოიქმნას

დაპოსტა 2023/07/21-ში
A A
590
ნახვა
გაზიარება

დედამიწა ცოცხალი პლანეტაა, რომელიც გამუდმებით იცვლება და ზოგჯერ ამ პროცესს დრამატული შედეგებიც მოჰყვება.

მაგალითად, 2018 წელს აფრიკაში, კენიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა. ეს ნაპრალი წვიმების კვალდაკვალ იზრდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შორეულ მომავალში ამ ადგილზე შეიძლება ახალი ოკეანე ჩამოყალიბდეს, თუმცა ამ პროცესს სავარაუდოდ, მილიონობით წელი დასჭირდება. დედამიწის ქერქი ამ ადგილას თანდათან გათხელდება, ჩაიძირება და მის ადგილას ოკეანე შემოვა.

„ეს დედამიწაზე ერთადერთი ადგილია, სადაც შეგიძლიათ დააკვირდეთ, როგორ შემოდის კონტინენტურ ნაპრალში ოკეანე“ – ამბობს The Economic Times-თან ინტერვიუში ლიდზის უნივერსიტეტის დოქტორანტი კრისტოფერ მური.

ნაპრალი ეთიოპიის უდაბნოში ჩამოყალიბდა. ახალი ოკეანის წარმოქმნის შემდეგ კენიასა და უგანდას სანაპირო ზოლი შეექმნებათ.

56 კილომეტრის სიგრძის ნაპრალი აღმოსავლეთ აფრიკის ნაპრალის სახელითაა ცნობილი. ნაპრალის ახალ ოკეანედ ტრანსფორმაციას 5-დან 10 მილიონ წლამდე დასჭირდება, – ამბობენ მკვლევრები.

„ადენის ყურე და წითელი ზღვა აფარის რეგიონს (ეთიოპია) და აღმოსავლეთ აფრიკის რიფტის ველს დაფარავს და ახალ ოკეანედ ჩამოყალიბდება, ხოლო აღმოსავლეთ აფრიკის ეს ნაწილი პატარა კონტინენტად იქცევა“, – ამბობს გეოფიზიკოსი და კალიფორნიის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი კენ მაკდონალდი.

ნაპრალის წარმოქმნის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ ეს შეიძლება ოკეანის ფსკერზე მიმდინარე ტექტონიკური პროცესებს უკავშირდება. მეორე ნაწილი დარწმუნებულია, რომ ნაპრალის გაჩენა ეთიოპიის უდაბნოებში ვულკან Erta Ale-ს გამღვიძებას მოჰყვა.

ნაპრალი სამი ტექტონიკური ფილის საზღვარზე მდებარეობს, რომლებიც გარკვეული დროის მანძილზე მოძრაობდნენ. გამოცემა The Jerusalem Post-ის ცნობით, სომალის, ნუბიის და არაბეთის ტექტონიკური ფილები ერთმანეთს წელიწადში ორი სანტიმეტრით შორდებიან.

როგორც ნიუ ორლეანის ტულანის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსმა, სინტია ებინგერმა აღნიშნა, შემთხვევითი არაა, რომ ნაპრალი პლანეტაზე ყველაზე ცხელ მხარეში წარმოიქმნა.

„აფარის რეგიონი ( ეთიოპიის რეგიონი) დედამიწის ზედაპირზე ყველაზე ცხელი ადგილია, სადაც დღისით ტემპერატურა 54 გრადუსს აღწევს, ღამით კი მხოლოდ 35 გრადუსამდე ეცემა“, – აღნიშნა ებინგერმა NBC News-თან საუბრისას.

კონტინენტების ორად გაყოფა ჩვეულებრივი ამბავია. მილიონობით წლის წინათ ასე გაჩნდა ატლანტის ოკეანეც. მილიონობით წლის შემდეგ კი აფრიკის აღმოსავლეთი კიდე კონტინენტის დანარჩენ ნაწილს გამოეყოფა და ინდოეთის ოკეანეში შეცურდება უზარმაზარი ახალი კუნძული.
დიდი ალბათობით, ამ კუნძულზე მოექცევა თანამედროვე ეთიოპიის, სომალის, კენიისა და ტანზანიის ტერიტორიები.

funtime.ge

გაზიარება236

დაკავშირებული -პოსტები

გვიან ღამიდან დილამდე წვიმა და ქარია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

დატბორილია ქუჩები, ჩამოიშალა მიწა – რა ხდება თბილისში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
დატბორილია ქუჩები, ჩამოიშალა მიწა – რა ხდება თბილისში
მთავარი

თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.   გართულებულია საავტომობილო მოძრაობა გმირთა მოედანზე, სადაც ძლიერი წვიმის ფონზე გზაზე წყალი მოედინება.   ასევე, საავტომობილო საცობია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.   სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები...

დაწვრილებითDetails

მძღოლს, რომელიც გომის მთაზე ხრამში გადავარდა შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია არ ჰქონდა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ხრამში გადავარდა მიკროავტობუსი და ხემ შეაჩერაო – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები
მთავარი

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაბა გო­მის მთის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მომ­ხდა­რი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, რა­მაც ოთხი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.   პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნახ­მად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია
მთავარი

79 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია. ბადრი ვადაჭკორია დაიბადა 1947 წლის 29 მაისს ლანჩხუთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 1971 წლიდან მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, ერთ-ერთ სასტუმროში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდში, სასტუმრო "მარსში" 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს - ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, კაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, კაცი სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გუშინ გადმოვიდა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ქუთაისის მერია ორ ახალ ა(ა)იპს ქმნის
მთავარი

ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს. თავდაპირველად კონკურსი 10 ივლისს გამოცხადდა და მისი შედეგები 20 აგვისტოს უნდა ყოფილიყო ცნობილი. თუმცა, როგორც ქუთაისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული კონკურსში ლექსები...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება
მთავარი

ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება. ,,ქართული კინო თაობებისთვის,, - ამ სახელწოდებით კინოჩვენების სამი დღის განმავლობაში მეფეთუბანში გაიამრთება. ჩვენები 14,15 და 16 აგვისტოს 20:00 საათზე დაიწყება.

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ავტობანზე ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ცნობილია, ავტობანზე ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა
მთავარი

ავარიის შედეგად დაღუპული პირი, რომელიც ხაშურში, სოფელ გომის მიმდებარედ ავტომაგისტრალზე მოხდა, მარტვილის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცია. გლოვობს მისი სოფელი ნახურცილავო დედისერთა ბიჭს, დავით კაკულიას. „ნათელი მის სულს, რატომ გაიმეტე უფალო სიკვდილისთვის,...

დაწვრილებითDetails

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
რატომ არ იქნება ვალიდური პარალელური დათვლის მონაცემები -„სამართლიანი არჩევნები“
მთავარი

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების დანიშვნაზე გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართო სხდომაზე მიიღო. შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების...

დაწვრილებითDetails

დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
მთავარი

დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა, ცნობილი რეჟისორი, ნანა ახვლედიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ჩემი მოუშუშებელი ტკივილი დედიკუნა...“, - წერს ნანა ახვლედიანი. შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს, ბათუმში ტრაგედია დატრიალდა. ულამაზესი ლიზი მოისწრაფიშვილი კორპუსიდან გადმოვარდა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"