LIVE TV
პარასკევი, იანვარი 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

დებატები?! კი ბატონო, არ მაქვს პრობლემა – გიორგი ვაშაძე

დაპოსტა 2026/01/23-ში
12
ნახვა
გაზიარება

დებატები?! კი ბატონო, არ მაქვს პრობლემა. ეს უნდა იყოს ლიდერების დონეზე და არა ფარსი, რომელიც მათ უყვართ! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

აღნიშნულით ის, პრემიერის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ის აღნიშნავს, რომ უნდა დაბრუნდეს საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

„დებატები?! კი ბატონო, არ მაქვს პრობლემა. ეს უნდა იყოს ლიდერების დონეზე და არა ფარსი, რომელიც მათ უყვართ. პარლამენტში როდესაც ვეუბნებოდით ფასები მაღალიაო, მართალი აღმოვჩნდით? კორუფციას მიაქვს ქვეყანაო, მართალი არ აღმოვჩნდით?! კრიმინალს მიაქვს ქვეყანაო, მართალი არ აღმოვჩნდით?! აღიარეს? ხომ აღიარეს რომ ყველაფერში მართლები აღმოვჩნდით. აქაც მართლები ვართ, ეს სიმართლე გაიმარჯვებს“,-აღნიშნა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, უნდა ჰქონდეთ საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გეგმა, ჩაეხშო განსხვავებული აზრი, გაენადგურებინა ნებისმიერი სივრცე დებატისთვის და მაქსიმალურად შეეზღუდა მათი იდეოლოგიის მამხილებელი ნებისმიერი საზოგადოებრივი პლატფორმა, ნაწილობრივ საქართველოსაც შეეხო, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ „დიპ სტეიტის“ აგენტურამ მხოლოდ ერთი რამ, ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური დებატების მრავალწლოვანი კულტურის შეწყვეტა მოახერხა.

„ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“,- აღნიშნავს პრემიერი.

გაზიარება5

დაკავშირებული -პოსტები

ტროტუარზე დგომისთვის 4 პირს პატიმრობა შეეფარდა

იანვარი 23, 2026
0
მთავარი

ტროტუარზე დგომისთვის ლუკა ნაგლიაშვილს, მიხეილ ზაქარეიშვილს, სანდრო მეგრელიშვილს და დიმიტრი ჯამბურიას 4 და 5 დღით პატიმრობა შეეფარდათ.  აქციის მონაწილე ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ,...

დაწვრილებითDetails

რუსული სიმღერის გამო მომხდარი ჯგუფური ძალადობისთვის ბრალდებულ პოლიციელს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და კიდევ ორი პირს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

იანვარი 23, 2026
10
მთავარი

ჯგუფური ძალადობისთვის ბრალდებულ პოლიციელს მიხეილ გიგაურს, ასევე, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და კიდევ ორ პირს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. საქმე ეხება ტყიბულის ერთ-ერთ რესტორანში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მონაწილეობით...

დაწვრილებითDetails

ნათია ლაბაძე გახდა პირველი ქალი კაპიტანი საქართველოში

იანვარი 23, 2026
67
მთავარი

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, როგორც ქვეყნის ეროვნულმა საზღვაო ორგანომ, ნათია ლაბაძეს კაპიტნის წოდება მიანიჭა. „ნათია ლაბაძე გახდა პირველი ქალი კაპიტანი საქართველოში“ – წერს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ნათია ლაბაძე ბათუმის საზღვაო...

დაწვრილებითDetails

ბათუმში განზრახ მკვლელობისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

იანვარი 23, 2026
12
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ქ. ბათუმში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.გ. დააკავეს, რომელიც თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა წითელი ცირკულარით,...

დაწვრილებითDetails

“სიმართლე გითხრათ, 7 თვე რთული იყო” – გიორგი ვაშაძე

იანვარი 23, 2026
24
მთავარი

სიმართლე გითხრათ, 7 თვე რთული იყო, მაგრამ რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერი და დიდია, რომ არცერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ...

დაწვრილებითDetails

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა

იანვარი 23, 2026
43
მთავარი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. გიორგი ვაშაძეს ციხესთან ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ. შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

იანვარი 23, 2026
37
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, ირანის მოქალაქე - 1981 წელს...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

იანვარი 23, 2026
36
ამინდი

23 იანვარს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +11 და ღამით +5 გრადუსია მოსალოდნელი.   წვიმიანი ამინდია ოზურგეთში. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +10...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 4 ნიშანს, თებერვლამდე მნიშვნელოვანი შეთავაზებები ელის

იანვარი 22, 2026
536
მთავარი

2026 წლის თებერვლამდე ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენელმა შესაძლოა, მნიშვნელოვანი შეთავაზებები მიიღოს. ეს ეხება კარიერასაც და პირად გეგმებსაც. ასტროლოგები გვირჩევენ, მოვუსმინოთ საკუთარ ინტუიციას და მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც თავად ვთვლით სწორად....

დაწვრილებითDetails

ცვლილება, რომელიც სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელს იგეგმება

იანვარი 22, 2026
285
მთავარი

საჯარო სკოლებში, საგაკვეთილო პროცესში, მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებისთვისაც არ იქნება შესაძლებელი. შესაბამის ცვლილებას ზოგადი განათლების შესახებ დაანონსებული რეფორმა ითვალისწინებს, რომლის ძალაში შესვლაც 2026-2027 სასწავლო წელს იგეგმება. „ის, რომ პედაგოგი მობილურ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».