ინფორმაციას ეხმაურებიან ქართველი მედიკოსებიც.
სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ექიმი-პულმონოლოგმა და “ევექსის” კლინიკების კლინიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელენე ხურციძემ და აქცენტი აცრის მნიშვნელობაზე გააკეთა.
“6თვის კოვიდ-ორსული, 60% ფილტვის დაზიანებით გადავიდა რეანიმაციაში…. მეგობრები მთხოვენ დახმარებას…. და რა ვუთხრა? კარგია რომ დაემართა იმუნიტეტს გამოიმუშავებსთქო?? დიდი ალბათობით რომ ვერ გადარჩება…?!
სასწაული თუ ჩაიდინა ჩემმა კოლეგებმა, შეზღუდული უნარებით რომ იცხოვრებს დედა-შვილი..
რა ვქნა, როგორ ავუხსნა კარგია რომ დაემართა, იბრძოლოს და თუ გადარჩებიან, დაბალი ცხოვრების ხარისხი ექნებათ, მაინც კარგია მთავარია მყარი ანტისხეულები გამომუშავდებათქო?
#აიცერით” – წერს ელენე ხურციძე.