LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

დახურულ სივრცეში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოწევა აკრძალულია – „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“

დაპოსტა 2024/07/29-ში
A A
18
ნახვა
გაზიარება

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ თამბაქოს მოხმარების პრევენციისა და მონიტორინგის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში, ბოლო დროს, ქსელის მომხმარებლებისგან საზოგადოებისადმი მსგავსი ტიპის მიმართვები გახშირდა: „გთხოვთ, გასახურებელ თამბაქოს დახურულ სივრცეში ნუ ეწევით, საშინელი სუნი აქვს და არამწეველებს სერიოზულ დისკომფორტს გვიქმნის“, „გასახურებელი თამბაქოს მოწევა არ იკრძალება? რესტორნებში რატომ ეწევიან?“, „ვინმეს გასახურებელი თამბაქო უვნებელი ჰგონია? საზიზღარი სუნი აქვს, ნუ გვაბოლებთ“…

„თამბაქოს კანონის აღსრულების ყოველთვიური მონიტორინგი, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება, სამწუხაროდ, ასევე აფიქსირებს მოწევის რეგულაციების დარღვევის შედეგებს, თუმცა, შემთხვევების 99% ჩილიმზე მოდის. ისევე, როგორც თამბაქოს ნებისმისმიერი ნაწარმის,  ჩილიმის დახურულ სივრცეში მოწევაც დაუშვებელია. რაღა თქმა უნდა, მონიტორები  კანონის ფარგლებში მოქმედებენ, ინფორმაცია გადაეცემა სამართალდამცველებს, რომლებიც აჯარიმებენ, როგორც მოწევის რეგულაციის დამრღვევ ფიზიკურ პირს, ასევე დაწესებულებას, სადაც პირი ეწეოდა, მაგრამ მეპატრონემ, ან (გაქირავებული ) ფართის მმართველმა არ მოუწოდა მოწევის რეგულაციის დაცვისა და მოწევის შეწყვეტის შესახებ, ასევე, ამის შესახებ არ შეატყობინეს საპატრულო პოლიციას.

სამწუხაროდ, მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში ვერ მოიცავენ ყველა სამასპინძლო დაწესებულებას და ვერ უზრუნველყოფენ მუდმივ კონტროლს. ამიტომაც კანონის აღსრულების პროცესში მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ გაათვითცნობიეროს, რომ პირადად არის მონიტორი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საკუთარი და საზოგადოების თითოეული წევრის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი კანონის დაცვა.

ხედავთ, რომ მოწევის რეგულაცია ირღვევა? ფიქრობთ, თუ მწეველს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებთ, შესაძლოა, კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას? გადაუღეთ ისე, რომ დამრღვევი პირის და დაწესებულების იდენტიფიკაცია შესაძლებელი იყოს, დარეკეთ 112-ზე აცნობეთ ფაქტის შესახებ და მოითხოვეთ კანონის აღსრულება. თქვენი სურვილის შემთხვევაში ვინაობა კონფიდენციალური იქნება.

მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება კანონის უმაღლესი ნიშნულით აღსრულება. ამასთან, აუცილებლელია მუდმივად მოქმედებდეს სახელმწიფო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტები, საკომუნიკაციო პროგრამები, რითაც მოსახლეობა განუწყვეტლივ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დახურულ სივრცეში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოწევის შესახებ და ეცოდინება, რომ რეგულაციის დარღვევის გამო ჯარიმდება როგორც დამრღვევი ფიზიკური პირი (პირველ ჯერზე 50, შემდეგ 100, ამის შემდეგ კი ყოველ ჯერზე 200-200 ლარის ოდენობით ერთი წლის განმავლობაში),  ასევე დაწესებულება (პირველ ჯერზე 500, შემდეგ 1000 და შემდეგ ყოველ ჯერზე 2000-2000 ლარით ერთი წლის განმავლობაში), რომელმაც არ მოითხოვა მოწევის შეწყვეტა.

მივმართავთ საზოგადოებას, გაითავისეთ, რომ თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულება, განსაკუთრებით კი იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვას ითვალისწინებს, მომავალი თაობისთვის ჯანსაღი სასიცოცხლო გარემოს შექმნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა. ევროპის ქვეყნებში, სადაც საბავშვო ბაღის ასაკიდან ასწავლიან სამოქალაქო აზროვნებას, ნებისმიერი რეგულაციის დაცვა 99%-ით მოსახლეობაზე მოდის. სამწუხაროდ, ჩვენთან, თუნდაც თამბაქოს მოხმარების რეგულაციების დარღვევაზე მოსახლეობის უმნიშვნელო ნაწილი რეაგირებს და რეგულაციების დარღვევის მხილების მეტი წილი მონიტორინგის სამსახურზეა.

ასევე, მნიშვნელოვანია მონიტორინგის სამსახურის გაძლიერება, მონიტორების რაოდენობის გაზრდა და მათი შესაბამისი ტექნიკურ-მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა, რაზეც სახელმწიფომ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იზრუნოს“,- ნათქვამია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება7

დაკავშირებული -პოსტები

ოქრო ძვირდება – რა ღირს გრამი

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს ფასმა 4 800 დოლარს გადააჭარბა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 809 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.26%-ით კლებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6954 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6954 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6963 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ჩვენ ვდგავართ ასეთი არჩევანის წინაშე – მეუფე იოანე

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
როდესაც ეს მიწა გაიყიდა და პროექტი დამტკიცდა, მაშინ უნდა ამოეღოთ ხმა – მეუფე იოანე ნამოხვანჰესის მშენებლობაზე
მთავარი

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ მომავალი პატრიარქის არჩევნების შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, ეკლესია ახლა, პირველ რიგში, პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-40 დღისთვის, შემდეგ ეკლესიის საერთო კრებისა და ახალი პატრიარქის არჩევისთვის ემზადება. იოანე გამრეკელი...

დაწვრილებითDetails

“ქალბატონო მაკა, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩიხში შეყვანაზე” – გიორგი შარაშიძე

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
“ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი, მეტსახელად კორუფცია -გიორგი შარაშიძე
მთავარი

ქალბატონო მაკა, თქვენ ხართ პასუხისმგებელი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩიხში შეყვანაზე. დიახ, თქვენ, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ მთავრობას მოგეთხოვებათ პასუხი, თუ რატომ შეაჩერა საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რატომ გამოვიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან,...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმში შპს ,,ზეტას” (მის: ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა N146), სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო, საქმიანობა შეუჩერა. აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტს არ ჰქონდა...

დაწვრილებითDetails

საქმე შანტაჟის ნაცვლად! – მაკა ბოჭორიშვილი

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა
მთავარი

კიდევ ერთხელ ხმამაღლა შეგვიძლია განვაცხადოთ: - საქმე შანტაჟის ნაცვლად! ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე, მზადა ვართ, ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. აქვე მან...

დაწვრილებითDetails

განახლებული ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. „თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით...

დაწვრილებითDetails

ლოცვები, რომელიც ამ დღეებში უნდა წაიკითხონ

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
ლოცვა, რომელიც შობის ღამეს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

ბრწყინვალე შვიდეულში არ იკითხება ფსალმუნები, პარაკლისები, დაუჯდომელი ლოცვები, ხოლო დილა-საღამოს ლოცვების ნაცვლად იკითხება პასექის ჟამნი. პარაკლისებისა და დაუჯდომლების წაკითხვის მსურველთ შეუძლიათ წაიკითხონ "პარაკლისი აღდგომიდან დაწყებული თომას კვირიაკემდის, ანუ – ბრწყინვალე...

დაწვრილებითDetails

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს
მთავარი

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი აღდგომის დღეებში ბავშვებისთვის წითელი კვერცხის მირთმევის დოზების და შესახებ წერს. „აღდგომის სუფრა და წითელი კვერცხები ბავშვებისთვის ნამდვილად განსაკუთრებული სიხარულია -და თანაც, კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე სრულფასოვანი საკვებია, ამ...

დაწვრილებითDetails

სიღნაღში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
ინდოელი დიპლომათი თბილისში ბავშვებმა გაქურდეს -“ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ”
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული ზ.ჩ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღში ბასრი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"