მსოფლიოში ოქროს ფასმა 4 800 დოლარს გადააჭარბა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 809 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.26%-ით კლებას წარმოადგენს.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 79.13 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 0.23%-ით დაკლებული მაჩვენებელია.
რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ოქროს ფასმა მოიმატა საქართველოშიც. ამ დროისთვის, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 428 ლარი ღირს, 750 სინჯის – 321 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 250 ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 7.38 ლარი ღირს, ხოლო 800 სინჯის ძვირფასი ლითონი 5.91 ლარი ღირს.










