პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვების მოხსნის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, რამდენიმე ეტაპის დაჩქარებაა შესაძლებელი.
18 მაისიდან იხსნება შეზღუდვა ღია და დახურულ სივრცეში სამ ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვის შესახებ, თუმცა ამ ეტაპზე, შეზღუდვების მოხსნა არ ეხება ავტომობილებით სამ ადამიანზე მეტის გადაადგილების აკრძალვას.
“18 მაისიდან, ორშაბათიდან მოიხსნება შეზღუდვა სამ ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ სივრცეებში, ასევე ღია სივრცეებში.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოიხსნება შეზღუდვა სამი ადამიანის გადაადგილების ავტო სატრანსპორტო შესაძლებლობებით. ამ შეზღუდვას, მიუხედავად ყველაფრისა, აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რასაც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა,” – აცხადებს გიორგი გახარია.










