დაძაბული თამაში, ქართველების შტურმი ტაიმის ბოლოს, დაპირისპირება და წითელი ბარათი – საქართველო-საბერძნეთის თამაშის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.
საქართველო ამ წუთებში დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩს ადევნებს თვალს. საქართველოს ეროვნული ნაკრები “ერთა ლიგის” ფინალში საბერძნეთს უპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე.
პირველივე ტაიმი საკმაოდ დაძაბული იყო. მეექვსე წუთზე ბალბოკმა ხვიჩას მისამართით ჩადენილი უხეშობის გამო ყვითელი ბარათი მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ფეხბურთელის მიმართ ბერძნების უხეშობა ამ ტაიმში რამდენჯერმე დაფიქსირდა. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ტაიმი მეტოქეები “კვარაზე” “ნადირობდნენ”.
ბერძნებმა პირველ ტაიმში სამი ყვითელი ბარათი მიიღეს, ხოლო ქართველებმა ერთი.
ტაიმის მიწურულს შეხლა-შემოხლა იყო სამწვრთნელო შტაბთან და მსაჯმა წითელი ბარათი მისცა ჩვენი გუნდის სათადარიგო მეკარეს გიორგი ლორიას.










