პოლიციამ მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” კიდევ ერთი აქტივისტი დააკავა. აქტივისტს ბრალად პოლიციელებზე თავდასხმა ედება. დავით ხუციშვილი 29 მაისს მომხდარი ფაქტის გამო აიყვანეს.
ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ საქმეში მისი ბრალის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს.
ამ დაკავებას ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები მათი დაშინების მცდელობად აფასებენ.









