დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ახალი შტამის გავრცელების შესაძლო შემთხვევებს იკვლევენ.
ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.
“ვიკვლევთ [ახალ შტამს]. ერთ-ერთ ფაქტორად გვინდა გამოვრიცხოთ იმიტომ, რადგან ასეთი ნახტომი გვქონდა და უარესდება სიტუაცია, ახალ შტამთან ხომ არ გვაქვს საქმე, ჯერ დელტაა ყველა”, – თქვა გამყრელიძემ.









