LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან

დაფინანსება სტუდენტებს – ვინ და რა შემთხვევაში ისარგებლებს პროგრამით

დაპოსტა 2026/09/02-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალური პროგრამის ფარგლებში, ვეტერანებსა და მათ ოჯახის წევრებს (ვეტერანთა შვილები, მარჩენალდაკარგულები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები) 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების სწავლის საფასურის დაფინანსების მისაღებად განცხადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლიათ 2026 წლის 2 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით.

დაფინანსება ვრცელდება შემდეგ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ბაკალავრიატი, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის პროგრამა.

ორივე სემესტრის დაფინანსება ზემოაღნიშნულ ვადაში წარმოდგენილი მხოლოდ ერთი განცხადების საფუძველზე გაიცემა. გაზაფხულის სემესტრის დაფინანსების მოსაპოვებლად, 2027 წელს ახალი განცხადებები აღარ მიიღება.

წარმოდგენილ განცხადებაზე ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია, იგი გამოასწოროს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

პროგრამა არ ვრცელდება სტუდენტებზე, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე 2026-2027 სასწავლო წლიდან სწავლობენ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და სრულად ფინანსდებიან სახელმწიფოს მიერ.

2026-2027 სასწავლო წლის სწავლის დაფინანსება, ორივე სემესტრში ჯამში, შეადგენს არაუმეტეს 1 125 ლარს (თითოეულ სემესტრში – არაუმეტეს 562.50 ლარს).

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, განცხადებასთან ერთად, წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:

– სტუდენტის პირადობის მოწმობა;

– სტუდენტის დაბადების მოწმობა;

– ვეტერანის მოწმობა;

– ვეტერანის პირადობის მოწმობა.

განცხადების განსახილველად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან უზრუნველყოფს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.

ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, სხვადასხვა სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამასთან ერთად, სამსახურის დირექტორის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების უმაღლესი განათლების დაფინანსების პროგრამა 2023 წლიდან მოქმედებს. პროექტის ამოქმედებიდან დღემდე, დაფინანსდა პროგრამის ბენეფიციართა 9 000-მდე მოთხოვნა.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი  აქტიური დღეა. საქმეში ინიციატივა შედეგს მოგიტანთ, თუმცა კამათს და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. საღამოს სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი. კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. შესაძლოა მოულოდნელი ხარჯი გაჩნდეს. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი...

დაწვრილებითDetails

2 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში...

დაწვრილებითDetails

ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
თბილისში ზესტაფონსა და ვანში არალეგალური სასაკლაოები გამოავლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შპს ,,შუამთა“ (მისამართი: ვანი, სოფელი შუამთა, ზ. გამსახურდიას N 2) არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე გამოვლინდა...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მთასვლელი

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მთასვლელი
მთავარი

საქართველოს მთამსვლელთა ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოთა მირიანაშვილის გარდაცვალების გამო. შოთა მირიანაშვილი იყო გამორჩეული ქართველი მთამსვლელი, რომელმაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული მთამსვლელობის განვითარებასა და წინსვლას მიუძღვნა. მისი განუზომელი ღვაწლი,...

დაწვრილებითDetails

კორპუსიდან სკამი ისროლეს, რა დროსაც ბავშვი დაშავდა

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

ბროწეულის ქუჩაზე, ე.წ. დევნილთა კორპუსთან მცირეწლოვანი დაშავდა.   არსებული ინფორმაციით, კორპუსიდან სკამი ისროლეს, რომელიც ბავშვს დაეცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება...

დაწვრილებითDetails

სვანეთში დაკარგული 20 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
სვანეთში დაიკარგა 20 წლის მარია ხმელევა
მთავარი

სვანეთში დაკარგული 20 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცხედარი ჭალაადის მყინვარის მიმდებარედ არის ნაპოვნი. ცნობისთვის, გოგონას ძებნის ოპერაციაში სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ინტენსიურად იყვნენ ჩართული....

დაწვრილებითDetails

თამაზ ელიზბარაშვილი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
თამაზ ელიზბარაშვილი დააკავეს
მთავარი

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.   ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში...

დაწვრილებითDetails

ელისო კილაძე მამუკა მდინარაძის მხილებას ციხიდან გამოსვლისთანავე დაიწყებს – ადვოკატი

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
მთავარი ძებნილი ისე შემოგეპარათ – ელისო კილაძე
მთავარი

ელისო კილაძის საქმე - დაკავებული ჟურნალისტის უფლებადამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მამუკა მდინარაძის შურისძიების მსხვერპლია. ნათია კოტრიკაძე იმედოვნებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგება, რადგან მდინარაძემ ხელისუფლება...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ტრაგიკულად დაღუპული მამაკაცი 30 წლის ლაშა გრძელიშვილია

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
იმერეთში ტრაგიკულად დაღუპული მამაკაცი 30 წლის ლაშა გრძელიშვილია
მთავარი

იმერეთში ტრაგიკულად დაღუპული მამაკაცი 30 წლის ლაშა გრძელიშვილია. მას სოცილაურ ქსელში ემშვიდობებიან. "ტრაგიკულად, 31 წლის ასაკში, გარდაიცვალა ჩვენი სკოლის თანამშრომელი — ლაშაგრძელიშვილი.ლაშა იყო საოცრად თბილი, კეთილი და საუკეთესო ადამიანი. მისი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია, ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კონკურსს აცხადებს

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
ქუთაისის მერია ორ ახალ ა(ა)იპს ქმნის
მთავარი

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პოზიციაზე კონკურსს აცხადებს: სტაჟიორი ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურში: https://vacancy.hr.gov.ge/.../UserOrgVaks/Details/100689... სტაჟიორი სოციალურ საკითხთა სამსახურში : https://vacancy.hr.gov.ge/.../UserOrgVaks/Details/100669... სტაჟიორი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"