სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის უმთავრესი პრინციპია, რომელიც არამც და არამც არ გულისხმობს განსხვავებული აზრისა და პოზიციის გამო პიროვნულ შეურაცხყოფას.
სამწუხაროდ, ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებული მოვლენების აქტივისტების ქმედება აშკარად ცდება გამოხატვის თავისუფლების პრინციპს.
მე, ისევე როგორც ჩვენი სახელისუფლო გუნდი, არ ვარიდებ თავს საგნობრივ დისკუსიას და დიალოგს, თუმცა დაუშვებელად მიმაჩნია , მივიღო დაუსაბუთებელი ბრალდებები და პიროვნული შეურაცხყოფა ქუჩის აქციების იმ მონაწილეებისგან, რომლებიც გასცდნენ კონსტრუქციულ ქმედებებს.
2 მაისს, როდესაც “ქუთაისქალაქობას” აღვნიშნავდით ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად, სწორედ ასეთი შეურაცხმყოფელი გამოსვლა ჰქონდა აქციის მონაწილეთა ერთ ჯგუფს. ქუთაისი გამორჩეულია თავისი სტუმარ-მასპინძლობით და როცა შენი ქალაქის დღესასწაულის გასაზიარებლად ათასობით კილომეტრი გამოიარეს ჩვენმა მეგობრებმა სხვადასხვა ქვეყნიდან, მესხიშვილის თეატრთან გამართული აქციის მონაწილეებმა, პირველ რიგში, სწორედ საკუთარი ქალაქის მიმართ გამოიჩინეს უპატივცემულობა, რაც მიუღებელია და არ ეკადრება ქუთაისის ისტორიას და ტრადიციებს.
მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო-ჩვენი ქვეყნის კურსი განუხრელად არის ევროპული, ქუთაისი არის უძველესი ევროპული ქალაქი, მოქმედი ხელისუფლება არის ევროპული ღირებულებების გამტარებელი და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი!”-წერს იოსებ ხახალეიშვილი.
ქუთაისის მერი 2 მაისს “რუსული კანონი”- მოწინააღმდეგეებმა მესხიშვილის თეატრიდან სხავადასხვა შეძახილებით გააცილეს:
https://www.facebook.com/reel/1544050962874874