პროტესტის სიმბოლოდ ქცეული სიმღერის შესრულების გამო თორნიკე თოშხუა 5 000 ლართ დააჯარიმეს
პროტესტის სიმბოლოდ ქცეული სიმღერის შესრულების გამო აქტივისტი სამართალდამრღვევად გამოაცხადეს - "პირველების" კორესპოდენტის ცნობით, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ თორნიკე თოშხუა 5 000 ლარით დააჯარიმა. შეგახსენებთ, რომ იგივე სიმღერის გამო ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაწყებულია ანა ჩიქოვანის მიმართაც.










