ზესტაფონში, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პოლიციელსა და მამა-შვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე დაკავებულ პოლიციელს, გამოძიება იარაღის გადაცემას ედავება.
დაკავებული სამართლდამცველის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ბრალდებულის მტკიცებით, მისი კუთვნილი ტაბელური იარაღი სხვისთვის არ გადაუცია და ეს გაუფრთხილებლობით მოხდა.
“იარაღი არავისთვის არ გადამიცია, ოთხი კაცი მცემდა და არ მახსოვს იარაღი როდის დავარდა. დაუდევრობაა ჩემი დანაშაული, სხვა ბრალეულობა არ მაქვს. ნუ,მომიკლავთ 15 წლის უნახავ დედას”, – თქვა პროცესზე ბრალდებულმა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ზესტაფონში 30 ივნისს მოხდა. სუფრასთან დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რაც 31 წლის ვანო ბანცაძის მკვლელობით დასრულდა. საქმეზე გამოძიება პოლიციელს ტაბელური იარაღის განზრახ გადაცემას, მის თანმხლებ პირებს კი განზრახ მკვლელობასა და ნივთმტკიცებების განადგურებას ედავება.









