“დატყვევებული მაღაროელების სოლიდარობის აქცია” – ამ სახელწოდებით ხვალ ქუთაისში აქცია გაიმართება.
მოქალაქეები ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან სხვადასხვა ქალაიდან დაკავებული მაღაროელების პროცესის პარალელუად შეიკრიბებიან.
”17 ივლისს 16:00 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება უსამართლოდ დაპატიმრებული 4 მშრომელი მაღაროელის, გიორგი ნეფარიძის, მერაბ სარალიძის და თენგიზ გველესიანის და არჩილ ჭუმბურიძის სასამართლო პროცესი.
ერთად გამოვხატოთ სოლიდარობა უსამართლოდ დაჩაგრულ მაღაროელების მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სდომის დარბაზშიც და მის გარეთაც!!!!
მნიშვნელოვანია თბილისიდანაც და სხვა ქალაქებიდანაც მრავლად ვიყოთ ადგილზე, რათა ყველამ დაინახოს, რომ რეალურად ძალიან მრავალრიცხოვანია ადამიანთა ჯგუფი თბილისშიც და ქვეყანაში, რომელიც უერთდება და იზიარებს საერთო ბრძოლას თავისუფლებისათვის, უსამართლობის წინააღმდეგ…
ერთად ბრძოლით გამარჯვებამდე!!!” – ნათქვამია გავრცლებულ ინფორმაციაში.
მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით 29 აპრილს დააკავეს. საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მათ ბრალი დაუმძიმდათ. მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, აჩიკო ჭუმბურიძეს და თენგო გველესიანს კი მონაწილეობას ედავებიან. დაკავებული მაღაროელების მორიგი სასამართლო პროცესი 17 ივლისს უნდა გაიმართოს.
ჭიათურაში პროტესტის 139-ე და შიმშილობის 28-ე დღა. მშრომელები ღირსეულ პირობებში ცხოვრებას და შრომას ითხოვენ, ასევე მაღაროელების მთავარი მოთხოვნაა დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლება.