ბიძინა ივანშვილი პოლიტიკიდან მიდის. მან მადლობა გადაუხადა მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებას. გააკრიტიკა ოპოზიცია და მიღწევებზე ისაუბრა. „ქართული ოცნების“ მმართველობის რვა წლის შედეგად ის მშვიდობას ღია პლურალისტულ დემოკრატიას , პოლიტიკისგან გამიჯნულ მართლმსაჯულებას და არჩევანის თავისუფლებას მიიჩნევს. ივანიშვილმა ასვე ბოდიშიც მოუხადა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს რომ მათი იმედების გამართლება ბოლომდე ვერ შეძლო და აღნიშნა რომ სიღარიბე არის ქვეყანაში, თუმცა ეს წლების პრობლემაა რომელიც ქვეყანას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოჰყვება. „ჩვენ მოვახერხეთ და შევაჩერეთ ვარდნა, დასაბამი მივეცით პროგრესს და შევამცირეთ სიღარიბე, რომლის საბოლოო დაძლევას ხელისუფლების თავდაუზოგავი შრომა, მშვიდობა, სტაბილურობა, დემოკრატია და გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება. სწორედ ჩვენი ხალხის სიბრძნე და „ქართული ოცნების“ ძლიერ გუნდად ჩამოყალიბება მაძლევს იმის რწმენას, რომ საფრთხე საბოლოოდ განეიტრალებულია და შემიძლია მშვიდად გავეცალო პოლიტიკას. “-წერს ის მის ვრცელ წერილში. „კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას. ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი სამშობლო – საქართველო!“… ასე ამთავრებს წერილს ბიძინა ივანიშვილი.
კლინიკაში 6 თვის ორსული გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება
თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში 6 თვის ორსული, თამარ ურჩუხიშვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილი წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალიდან იყო. ურჩუხიშვილის ახლობლები ჰყვებიან, რომ ქალი კლინიკაში თავდაპირველად მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს, სადაც ერთი...








