მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ამ ადამიანმა დღეს დილით გააკეთა განცხადება სამსახურის დატოვების შესახებ – ამის შესახებ ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა აა(ი)პ ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომლის ოთო კვალიაშვილის შესახებ განუცხადა, რომელმაც გუშინ თანმხლებ პირთან ერთად ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურცახყოფა მიაყენა.
“ერთს ვიტყვი მკაფიოდ რომ კანონის წინაშე ყველა ვართ თანაბარი და ყველამ უნდა დაიცვას ეს კანონი, მისი ვალდებულება და მოთხოვნა. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ამ ადამიანმა დღეს დილით გააკეთა განცხადება სამსახურის დატოვების შესახებ და ვფიქობ, ეს მისგან არის ადეკვატური პასუხი იმ გადაცდომაზე რაც მას მოუვიდა.” – განცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა “მეგა ტვ”-თან საუბრისას.
ცნობისთის, ოთო კვალიაშვილი რამდენიმე პირთან ერთად გუშინ გვიან ღამით ჟურნალის ბუბა ჩივაძეს სახლში მიუვარდა და გამოქვეყნებული მასალების წაშლა მოთხოვა. მედიის წარმომადგენელმა პოლიცია გამოიძახა, რის შემდეგადაც მერიის თანამშრომელი განყოფილებაში გადაიყვანეს.










